სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული ოპერატიულ- სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.
იმერეთის რეგიონში, ერთ-ერთი კომპანიის
დამფუძნებელმა და დირექტორმა, მოახდინა ავტომანქანისთვის განკუთვნილი დაბალი ხარისხის, არა ბრენდირებული მაგნიტოფონების ნიშანდება „SONY“- ს სასაქონლო ნიშნით და მათი რეალიზაცია სავაჭრო ობიექტზე.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 39 ერთეული
კონტრაფაქციული ტექნიკა.