ტაივანის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა სამშენებლო ობიექტის მენეჯერი, რომლის კუთვნილმა სატვირთო მანქანამ სარკინიგზო კატასტროფა გამოიწვია.

 ტაივანის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ჰუალიენთან ავარია მოხდა. სამგზავრო მატარებელი სატვირთო მანქანასთან შეჯახების შედეგად გვირაბში ლიანდაგებიდან გადავიდა. კატასტროფის დროს მატარებლით 350-მდე ადამიანი მგზავრობდა. ავარიას 50 ადამიანი ემსხვერპლა.

ტაივანის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა სამშენებლო ობიექტის მენეჯერი, რომლის კუთვნილმა სატვირთო მანქანამ, გამოძიების ვერსიით, სარკინიგზო კატასტროფა გამოიწვია.

პროკურატურა მენეჯერის დაკავებას ითხოვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ტაივანში ბოლო 40 წლის განმავლობაში ეს ყველაზე მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფაა.

კომენტარები