ტაივანში ბოლო 40 წლის განმავლობაში ეს ყველაზე მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფაა

 ტაივანის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ჰუალიენთან ავარია მოხდა. სამგზავრო მატარებელი სატვირთო მანქანასთან შეჯახების შედეგად გვირაბში ლიანდაგებიდან გადავიდა. კატასტროფის დროს მატარებლით 350-მდე ადამიანი მგზავრობდა.  შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ.

ტაივანში ბოლო 40 წლის განმავლობაში ეს ყველაზე მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფაა.

სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

კომენტარები