ტალინიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა

ესტონეთის დედაქალაქიდან ჩამოფრენილ პირველ მგზავრებს ბათუმის აეროპორტში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე დახვდა. მგზავრებისთვის აეროპორტში ფოლკლორული შოუ და ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.
„ესტონეთი აჭარისთვის ახალი ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის რეკლამირება ბოლო წლებია ხორციელდება. შესაბამისად, მზარდია აჭარაში ესტონელი მოგზაურების რაოდენობაც, რაც რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის კვეთის ხუთი თვის მონაცემებზე დაყრდნობით 59%-იან მატებას ითვალისწინებს“,- აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.

კომენტარები