ტანკები (თამაზ ჭეიშვილის დოკუმენტური ნოველა)

1993 წელს დასავლეთიდან თბილისისკენ ტანკების საკმაოდ შთამბეჭდავი კოლონა დაიძრა.
ქუთაისის მერს თემურ შაშიაშვილს დაურეკა სატანკო ბატალიონის მეთაურმა და მოსთხოვა,თბილისისკენ გამატარეო.
-რატომ?- შეკითხვა მოკლე და კონკრეტული იყო.
– რას ჰქვია რატომ?ომია და …ომში ასეთ შეკითხვებს არ იძლევიან!
– ჰო და … მე გეკითხებით,რა გინდათ თბილისში ტანკებით?
– მოკლედ…გაგვატარებ თუ არა?
– არა!თუ გინდათ ესპანურად გეტვი – No pasaran!
– რა ჯიუტი ვინმე ხარ,შაშიაშვილო! რომ წამოვიდეთ,რა მერე?როგორ გაგვაჩერებ,,სტინგერებს,, დაგვიშენ თუ,,მუხას,, გვესვრი? ვაა ჰააა ჰაა!- ყურმილში,,გუნდური,, ხორხოცი გაისმა.
საღამო ჟამს შაშიაშვილს აცნობეს,ტანკების კოლონა ავტოქარხნის დასხლებას მოადგა,20 წუთში ქალაქის ცენტრში იქნებიან.ქუთაისის მერი სირბილით დაეშვა კიბეებზე,მძღოლს გასაღები გამოსტაცა და ისე მოწყვიტა ადგილიდან ავტომობილი საბურავებს კვამლი აუვიდა.
თემურ შაშიაშვილი, შარა გზაზე იდგა სრულიად მარტო რუსული წარმოების ტანკების პირისპირ.საბრძოლო მანქანიდან არავინ გადმოსულა,მოწინავე ტანკი ადგილიდან დაიძრა და ხელის შეხების მანძილზე მიუახლოვდა ქალაქის მერს.შაშიაშვილი არ განძრეულა.დაბრძოლო მანქანის მრგვალი ,,ლუკი,, ხმაურით გაიღო და წვერულვაშებიანი კაცის თავი გამოჩნდა.
-გაიწიე შაშიააშვილო!!!
-არ გავიწევი!
-გაიწიე, გადაგივლი!
-გადამიაერე!-თავი ტანკში მიიმალა და სწრაფად ისევ გამოჩნდა.ტანკმა მკვეთრად გაუხვია გვერზე და დაიძრა.შაშიაშვილმაც სწრაფად შეიცვალა პოზიცია და ისევ ტანკის წინ აღმოჩნდა!
ტანკების კოლონა დაახლოებით ხუთი წუთი იდგა,შემდეგ ოთხი სამხედრო გადმოვიდა და თათბირი დაიწყეს.ამ ოთხიდან ყველაზე უფროსი,საფეთქლებთან თმაშევერცხლილი, მივიდა მერთან და რუსულად ჰკითხა:
– რომ გადაგიაროთ,გგონია ვინმე ძეგლს დაგიდგამს?
– ძეგლისთვის არ მოვსულვარ აქ!თქვენ რომ თბილისში ჩახვიდეთ,ქალაქს ააოხგებთ და ეს ომი მერე უსარულოდ გაგრძელდბა!
– ომია,ჩემო ძმაო,ომი!მე მეთაურების ბრძანებას ვასრულებ!გაიგეე?!!!
– მეც ვასრიულებ ჩემი მეთაურის ბრძანებას!
– რა გვარია შენი მეთაური? სად არის მისი დისლოკაციის ადგილი?
– უფალს და საკუთარ სინდისს ვემორჩილები!
რუსულად მოსაუბრე სამხედრომ განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით აათვალიერ ჩაათვალიერა ,,კამიკაძე მერი,, მიტრიალდა და წავიდა.
ტანკების კოლონა უკან გაბრუნდა.

თამაზ ჭეიშვილი. თბილისი, 1994 წელი.,,შანსი,,

კომენტარები