„ტაქსები არალეგალურად დადიან და ადამიანები, ვისაც უჩერებენ, დაბნეულები არიან, არ იციან ტაქსი უჩერებს თუ ტაქსი არაა და კრიმინალი ზის“

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა:

„ტაქსები უკვე არალეგალურად დადიან და ადამიანები, ვისაც უჩერებენ, დაბნეულები არიან, არ იციან ტაქსი უჩერებს თუ ტაქსი არაა და კრიმინალი ზის იქ.

რეგულაციების შედეგად 26 000 ადამიანი დარჩა უმუშევარი და ნაწილი უკვე არალეგალურად მუშაობს.

ეს არის დანაშაული. იცვლება ერთადერთი რამ – უნდა გადააკრა ან შეღებო თეთრად. ესთეტიკაა დღეს ღატაკი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თუ ის ოჯახები, რომლებსაც ეს ადამიანები არჩენდნენ? საქართველო არის ღატაკი ქვეყანა, ჩვენ

109-ე ადგილზე აფრიკული ქვეყნების გვერდით ვართ.  პრიორიტეტი თეთრი ესთეტიკა კი არა, შიმშილის და სიღარიბის დაძლევა უნდა იყოს”.

პარლამენტმა შესაძლოა, ერთჯერადად ჯარიმების ჩამოწერის გადაწყვეტილება მიიღოს. დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი პრემიერს მიმართავს, რომ ჯარიმების ჩამოწერა ბრძანებულების საფუძველზე მოხდეს.

კომენტარები