„ტაძარში სიარული არ ნიშნავს, რომ შენ ხარ კარგი. იმდენი ადამიანი ვიცი, ვინც ეკლესიაში დადის და ისინი უფროი ეშმაკები არიან, ვიდრე ის ადამიანები, ვინც ეკლესიაში არ დადის!“

პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე:

-„ქრისტე აღსდგა!

დღეს დიდი დღესასწაულია! მინდოდა, ჩემი სითბო და სიყვარული გადმომეცა თქვენთვის!

უდიდესი დღესასწაულია. ჩვენი წინაპრები უნდა გვახსოვდეს, საიდან მოვდივართ და საითკენ მივდივართ და რაც მთავარია, ყველაფერს აქვს დადებითი დასასრული!

დღევანდელი დღე არის სწორედ ის დღე, რომელიც გვეუბნება, რომ ყველაფერი იქნება კარგად, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ჩვენ თუ ვიქნებით ერთად და არა ზედაპირულად ერთად!

ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ დედაჩემის საფლავზე, დამირეკეს, მოვაძებნინე ონლაინ რეჟიმში საფლავი.

დიდი მადლობა ამ ადამიანებს, მათ გააკეთეს ის, რაც მე ვერ გავაკეთე! ქალბატონო ნანა, რომელიც დილას იყო დედაჩემის სასაფლაოზე, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. ძალიან მოულოდნელი, პოზიტიური და ემოციური იყო!

ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანობა არის ყველაფერზე ძლიერი, რაც ჩვენ გვაქვს! ადამიანობაზე უფრო ძლიერი შეიძლება იყოს იარაღი, შეიძლება, ატომური ბომბიც ჩამოაგდოს ვიღაცამ, მაგრამ ადამიანობა არის ყველაზე ძლიერი იარაღი, რომელიც არის დაფუძნებული სიყვარულზე, სითბოზე და ერთობაზე! ჩვენ თუ ერთად ვიქნებით, ვერავინ ვერაფერს გვიზამს, ეს გამორიცხულია, ერთობა არის მთავარი!

კოვიდი გარდა დაავადების კუთხისა, არის ფსიქოლოგიური პრობლემაა. ხალხი არის დეპრესიაში!

სასაფლაო არის ღია სივრცე, გაიკეთებდა ხალხი პირბადეს და შეძლებისდაგვარად დაიცავდნენ დისტანციას! თუ ვინმე მთვრალი იქნებოდა და არაადეკვატური, კი ბატონო, დააჯარიმე! ან დაჯარიმება რა უბედურებაა, უთხარი ადამიანურად, – გთხოვთ, ნუ შეიკრიბებით, – გამონახონ ადამიანური გზა! არაადეკვატური რამდენიმე ადამიანის გამო მთელი ქვეყანა უნდა იჩაგრებოდეს?! რაც ტრანსპორტში ხდება, იმაზე მეტი  სასაფლაოზე ხომ არ იქნება!

ხომ შეიძლება, ერთი დღე ასე გააკეთოთ?! მიცვალებულებს სცეს პატივი მოსახლეობამ, ის დეპრესიული ფონი, რომელიც არის, ხომ შეიძლება ადამიანი მივიდეს სასაფლაოზე და თავის მშობლებს, ბებია-ბაბუას, დას, ძმას დაელაპარაკოს, ორი სიტყვა უთხრას. ეს ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანია! ამას ევროპაში ვერ გაიგებენ, მაგრამ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია!

ჩემთვის, მაგალითად დედაჩემის საფლავი ისეთი რაღაცა არის, ვერ აგიხსნით, ძალიან რთული ასახსენელია!“

სასაფლაოზე როცა გახვალ და ნახულობ დიდი ხნის უნახავ ადამიანებს, 10-20 წელი რომ არ გინახავს და სასაფლაოზე ნახავდი ამ ადამიანებს!

შაბათ დღეს გავიდა ყველა სასაფლაოზე. ეს ახლა ნორმალურია?!

აღდგომის დღესასწაულამდე ჩაგეკეტათ ქვეყანა, აღდგომის დღესასწაულისთვის რომ გახსნილიყო. წინასააღდგომოდ გახსნეს ყველაფერი, ვირუსი გაავრცელეს!

მე მჯერა, რომ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს! ერთობა ყოველთვის იმარჯვებს!

მჯერა, რომ ყველაფერი იქნება კარგად!

მართლა არ მეჯერა! კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანებს, ვინც დედაჩემის საფლავზე მივიდა ქუთაისში! ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ადამიანობა გადაარჩენს ქვეყანას და ქართველებს გვაქვს ეს ადამიანობა, სისხლში გვაქვს გამჯდარი!

დღეს არის გამარჯვების დღე! დღეს არის სიცოცხლის დღე! დღეს არის იმედის დღე!

იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს ჩამოვალ საქართველოში, ქუთაისში და ონლაინ არ მომიწევს წინაპრების სასაფლაოების მონახულება! ამაში დარწმუნებული ვარ!

მე მჯერა მეცნიერების, პროგრესის, წინსვლის და ადამიანის გადარჩენის უნარის! ჩვენ დავამარცხეთ არაერთი ვირუსი, არაერთი დიქტატურა, არაერთი დამპყრობელი!

ამ ვირუსსაც დავამარცხებთ და ჩვენ გავიმარჯვებთ!

აღდგომის დღესასწაულია ძალიან დიდი დღესასწაულია!

გისურვებთ ჯანმრთელობას, გამძლეობას, შინაგან სითბოს, ეს სითბო არ დაკეკარგოთ, შეინარჩუნოთ და ეს სითბო სხვებსაც გაუზიაროთ!

მჯერა, რომ ყველაფერი იქნება კარგად. ის მავნებლები, ვინც აღდგომის დღესასწაული ჩააშხამეს ადამიანებს, ამ ხალხს არაფერი აქვთ საერთო არაფერთან.

შეიძლება ადამიანი იყო არალეგიური. არასოდეს ვამბობდი, რომ ვარ ძალიან ეკლესიური და რელიგიური. წელიწადში რამდენჯერმე შევალ ეკლესიაში და სანთელს დავანთებ, რომ გითხრათ მარხვას ვიცავ, – არა! არის რაღაცა, რისიც შინაგანად გჯერა და ასეთები ვართ ძალიან ბევრი! შინაგანად იცი, რაც არ  უნდა გააკეთო, იმიტომ რომ არასწორია! შეიძლება ბიბლიური ინტერპრეტაცია ბოლომდე არ ვიცით, განსაკუთრებით ჩემი ასაკის ადამიანებმა, რომლებიც კომუნიზმში გავიზარდეთ. იმდენი ადამიანი ვიცი, ვინც ეკლესიაში დადის და ისინი უფროი ეშმაკები არიან, ვიდრე ის ადამიანები, ვინც ეკლესიაში არ დადის! ტაძარში სიარული არ ნიშნავს, რომ შენ ხარ კარგი. ტაძარი არის ის ადგილი, რომელიც შენ გეხმარება, სირთულე როცა გაქვს, გეხმარებიან.

ისრაელში რამდენიმე თვე ვმუშაობდი, პალესტინელებთანაც ვმუშაობდი. ვცილობდი, რომ იერუსალიმში გავჩერებულიყავი. ძალიან მიყვარდა, იერუსალიმში, განსაკუთრებით საღამოს  სიარული, საღამოს აღარ არის ბევრი ტურისტი, ყველაზე მეტად მსიამოვნებდა, როდესაც მაცხოვრის ტაძარი იკეტება, იქ ვყოფილიყავი, იყო სიმშვიდე და ვიცი, რომ არის რაღაც ძალა, რომელიც გეხმარება. მეც არ ვიცი, როგორ მეხმარება! მე მჯერა, რომ ეს ძალა დაგვეხმარება ჩვენ!

აღდგომის დღესასწაული დაგვეხმარება, რომ გამოვიდეთ ამ მძიმე მდგომარეობიდან, სტრესიდან!

მიყვარხართ ძალიან! თითოეულ თქვენგანს ძალიან დიდი მადლობა წერილებისათვის, მადლობა მათ, ვინც გავიდა დედაჩემის საფლავზე, ძალიან მოულოდნელი იყო, არ მეგონა!

დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს შევხვდებით სხვანაირ აღდგომას, შევძლებთ ერთმანეთის ჩახუტებას. მართლა მომენატრა დიდი ქეიფი სასაფლაოებზე. წყალტუბოში როცა მივდიოდი მამიდაჩემის საფლავზე, ვნახულობდი ყველას, იყო მაგარი საჭმელები, ნამცხვრები, პასკა.

საქართველოში როცა მოვდიოდი აღდგომის დღესასწაულზე და მეგობრები მეკითხებოდნენ, სად მიდიხარო, ვეუბნებოდი, – ფესტივალზე მივდივარ, საუკეთესო ფესივალი გვაქვს საქართველოში-მეთქი! სასაფლაოზე რა გინდაო, – ეს არის ყველაზე მაგარი-თქო, – ვპასუხობდი! რამდენიმე ჩემი ნათესავი ისეთ გემრიელ პასკას აკეთებს, ვერ აგიხსნით, – ისეთი გემრიელია, სამ კილოს მოიმატებ, ვერანაირი დიეტა ვერ გიშველის!

მჯერა, რომ ყველაფერი იქნება კარგად! ძალიან, ძალიან მიყვარხართ!

გაუფრთხდილთ თქვენს თავს, გაუფრთხილდით ერთმანეთს!

ოჯახის წევრები როცა გახვალთ სასაფლაოზე და გაიხსენებთ თქვენს წონაპრებს, მე, გიორგი ფხაკაძე გეუბნებით, იქ პირბადე აუცილებელი არ არის, სუფთა ჰაერზე ხართ და პირბადე არ გჭირდებათ!

დარწმუნებული ვარ, ტაძარში ყველა იცავს დისტანციას, ბევრი ხალხია, ბევრი ინფიცირებულია!

ჯანმრთელობას გისურვებთ! მიყვარხართ ძალიან! ყველაფერი იქნება კარგად!“

კომენტარები