ტედროს გებრეიესუსი – „არ არის სწორი, – მიუღებელია, როდესაც მდიდარ ქვეყნებში ახალგაზრდების ვაქცინაცია დაიწყეს, ღარიბებში ჯერ ხანდაზმულებიც არ აუცრიათ“

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერლაურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

-„ვაქცინების ნაციონალიზმი“ მსოფლიოში ტრილიონობით დოლარით დააზარალებს. მსოფლიომ არ აუნდა დაიშუროს ძალისხმევა,  „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინები თანაბრად გადანაწილდეს ყველა ქვეყანაში.

ბევრმა ქვეყანამ იმაზე მეტი ვაქცინა შეიძინა, ვიდრე მათ სჭირდებათ. კრიტიკულია, -„კოვაქსმა“ დამატებითი დოზები მიიღოს. ჩვენ გვჭირდება მთავრობებისა და კომპანიების ერთობლივი მოქმედება. მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, სოლიდარულად იმოქმედონ. მხოლოდ ერთად მუშაობით შეგვიძლია, დავასრულოთ ეს პანდემია.

მიუღებელია, როდესაც მდიდარ ქვეყნებში ახალგაზრდების ვაქცინაცია დაიწყეს, როდესაც ღარიბ ქვეყნებში ჯერ ხანდაზმულებიც არ აუცრიათ.

მიუხედავად იმისა, – მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინები უკვე შექმნილია, პანდემია მსოფლიოს საფრთხეს კვლავ უქმნის და სამყარო ახალი გამოწვევის წინაშე დგას, რაც ვაქცინების სამართლიან დისტრიბუციას უკავშირდება.

ვაქცინების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა არ არის მხოლოდ მორალური საკითხი, პანდემიის დასრულება ამაზეა დამოკიდებული. ზოგიერთი ქვეყნები უგულებლყოფენ ვაქცინების თანაბრად განაწილებისთვის შექნილ მექანიზმს, პროგრამა „კოვაქსის“ გვერდის ავლით ყიდულობენ ვაქცინებს, ამის გამო  ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო ახალგაზრდა მოქალქეების აცრა, ზოგან  ჯერ სამედიცინო პერსონალიც არ აუცრიათ.

„კოვაქსის“ ფარგლებში გაფორმდა კონტრაქტი, -ჩვენ მივიღებთ 5 მწარმოებლის ვაქცინების ორ მილიარდ დოზას. 2021 წელს და 2022 წლის დასაწყისში საშუალება გვექნება, კიდევ ერთ მილიარდ დოზაზე მეტი მივიღოთ. „კოვაქსის“ ფარგლებში პირველი ვაქცინების დარიგებას თებერვალში ველოდებით.  მიუხედვად ამისა, თანამბარი განაწილების დაპირებას საფრთხე ემუქრება. ზოგიერთი ქვეყნები და კომპანიები ორმხრივ შეთანხმებებს აფორმებენ, „კოვაქსს“ გვერდ უვლიან, ეს  ვაქინებზე ფასების ზრდას იწვევს. ეს ქვეყნები ცდილობენ, ვაქცინების რიგში წინ წაიწიონ. ვაქცინები უკვე ხელმისაწვდომია 50 ქვეყანაში მთელი მსოლფიოს მასშტაბით. ყველა მათგანი მდიდარი ქვეყენაა. ვაქცინების დოზების 75 პროცენტი მხოლოდ 10-მა ქვეყანამ მიიღო. გასაგებია, – მთავრობები ცდილობენ, საკუთარი სამედიცინო პერსონალი და ხანდაზმულები აცრან, მაგრამ არ არის სწორი.

მალე იქნება ხელმისაწვდომი სწრაფი ტესტები, რომლებსაც „კოვიდ-19“-ის გამოვლენა 30 წუთში შეეძლებათ“.

კომენტარები