ტელეკომპანია „იმედი“ კვლავ მედიაბაზრის ლიდერია

ტელეკომპანია „იმედი“ კვლავ მედიაბაზრის ლიდერია.

„იმედს“ მოსახლობის 30 პროცენტი ენდობა და პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას სწორედ ტელეკომპანია „იმედისგან“ იღებს

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღეს წარადგინა, რაც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს

პოლიტიკური ლიდერების საქმიანობის მიხედვით ჩამონათვალში პირველ ადგილზე კახი კალაძე

გამოკითხულთა უმრავლესობის 31 პროცენტი სახელმწიფო ლიდერებიდან დადებითად სწორედ კალაძის საქმიანობას აფასებს, ყველაზე ცუდად კი, სალომე ზურაბიშვილისას

რეიტინგებში მეორე ადგილზე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა, მესამეზე კი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე

კახა კალაძე მოხვდა იმ პოლიტიკოსებს შორისაც, ვის მიმართაც ამომრჩეველს დადებითი დამოკიდებულება აქვს, მას ამ ნაწილში 34 პროცენტი აქვს

კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას – გამოკითხულთა 20 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 13, „ევროპულ საქართველო-თავისუფალ დემოკრატებს“ – 8 პროცენტი, „ლეიბორისტულ პარტიას“ 5 პროცენტი აქვს, „პატრიოტთა ალიანსს“ – 4 პროცენტი, შეკითხვაზე არ უპასუხა 14 პროცენტმა და ამდენივე ამბობს, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას

გამოკითხვისას, რომელიც ნოემბერ-დეკემბრის განმავლობაში ჩატარდა, გაირკვა, როგორ აფასებს მოსახლეობა სახელმწიფო ინსტიტუტებს. ყველაზე მაღალი ნდობა ქართულ ჯარს აქვს

გამოკითხულთა 44 პროცენტი ჯარის საქმიანობას კარგად აფასებს, 8 პროცენტი ძალიან კარგად, 9 პროცენტი კი უარყოფითად. ამავე რეიტინგში მეორე ადგილზე 37 პროცენტით საქართველოს ეკლესიაა

როგორ აფასებენ „ენდიაის“ მორიგ კვლევას პოლიტიკოსები და სოციოლოგები. როგორია მორიგი კვლევის შეფასებები და რაზე აკეთებენ აქცენტს სოციოლოგები?

კახა კალაძე: ეს მიზანმიმართული პოლიტიკური მანიპულაციებია, რომ საზოგადოება გარკვეულწილად შეცდომაში შეიყვანონ

ვაკა გორგილაძე: ამ კვლევას რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, კიდევ ერთხელ ვამბობ, კვლევის ღირებულება განისაზღვრება მისი პროგნოზული პოტენციალით

კომენტარები