ტელერეჟისორი ამირან ამირანაშვილი: მე დავბრუნდი – მკვდრეთით აღვდექი!

– “ვისაც გაინტერესებთ, ანუ ცალ ცალკე რო არ მოვყვე
ცუდად აგარაკზე გავხდი, ღამით 14 ში. კუჭისთავის ტკივილი მქონდა. რაღაცნაირად გავიყუჩე და დილას თბილისში დავბრუნდი. მთელი დღე არაფერი. გამთენიისას ისევ შემომიტია. სასწრაფოს ექიმს ვეუბნები, რა კარდიოგრამას მიღებთ რამე კუჭის ტკივილის გამაყუჩებელი მომეცით მეთქი. ამათმა გამოაძრეს აპარატიდან აი გრძელი და უსაშველო ლენტა როა, წაიკითხეს და არ გაინძრეო მითხრეს. ეგრევე საკაცე, მანქანა და სულ წივილ კივილით მიმიყვანეს დიღომში ჯოენის კლინიკაში. იქაც საკაცე რამე, პანიკა, ფეხზე არ მაყენებენ ტოო. აი დაახლოებით როგორ პონტში ვარ იცით? ამერიკულ კინოებში როა რაა, ნასილკას 6 კაცი რო მიარბენინებს და ვიღაც რო ბღავის „Мы его теряем доктор“ – ო -დაახლოებით ეგეთში.
ექიმებმა ეხლა არტერიიდან შენ გულში კამერით შევალთ, დავათვარიელებთ რა ხდება, და თუ მძიმე სიტუაცია არ არის, ბარეღამ სტენდებსაც ჩაგიდგავთო. მეთქი ხარაშო. ჩემ საახლობლოში სტენდი იმდენს უყენია რო ვიცოდი რაც იყო. შევიდნენ არტერიაში, რაღაცეებს უყურებენ, ლაპარაკობენ – ტერმინები მესმის მეთქვი „სემოჩნი პლაშადკაზე“ ვარ მეთქი, აბა ეს ახლოდან მაჩვენე, ეს შორიდან, აქეთ გაუხვიე იქით ჩაუხვიეო, კაროჩე ზუსტად ის ტერმინოლოგიაა მე რო ჩემ ოპერატორებს სოსოს და გოჩას ველაპარაკები გადაღებების დროს – მეთქი საღოლ ძმაო, თურმე ჯერ სადა ხარ.
კაროჩე დაათვალიერეს და 20 წუთში პასუხს გეტყვითო. შემოვიდნენ. სახეზე რო შევხედე მივხვდი – სტენდებით ვერ გამოვძვრებოდი – ჩემი გულის სურათი შემოიტანეს. აი ეს მხარე მთლიანა დაკეტილია, აი ეს მეორეც და მარტო აქ გადის სისხლის 11 % -ო. კაროჩე სასწრაფოდ შუნტირება უნდა გაგიკეთოთო. მეთქი ეგ რაღა არი? მკერდი უნდა გაგიჭრათ, მერე ფეხიდან ვენა უნდა ამოვიღოთ და გულის სისხლძარღვები იმით უნდა შევცვალოთო. ეს რო წარმოვიდგინე ფერიფური წამივიდა და მაინც რომელიღაცა ფილმის გმირივით ვიკითხე – ეგ ამბავი რო არ გავიკეთო, რამდენი წლის სიცოცხლე დამრჩა მეთქი. ექიმმა ერთი შემომხედა, საათს დახედა და წამზომის ხმამაღლა უკან ათვლა რო დაიწო, აი იქ გავტყდი. ექიმო მიშველე რამე, არ მამკლა მეთქი – შევღაღადე. – რახან აქამდე ცოცხალი მოგიყვანეს, აწი ვიღა მოგკლავს კაცოო და გამაქანეეს. ოპერაციის შემდეგ ერთი სუტკაზე მეტი რეანიმაციაში გათიშული ვიყავი. ხო მართლა წინასწარ ყველას გეუბნებით – არავითარი გვირაბი, მის ბოლოს თეთრი შუქი და მწვანე მდელოები არ მინახავს. არც არავის უთქვამს – აქ რამ მოგიყვანა შე მადლიანო შენაო. თვალი რო გავახილე ორი ექთანი მეჯდა თავთით და იმდენი მავთულები მქონდა შეერთებული და იმდენი „პრიბორი“ იყო ოთახში ჩართული – აი ფანტასტიკურ ფილმებში რო ახალი არსება გამოყავთ რაააა, ენგრე ვიყავი. მოკლედ 12 დღე ექიმები, ექთნები და მთელი სამედიცინო პერსონალი გვერდიდან არ მომშორებია – ნებისმიერ რგოლში, უმაღლესი დონის პროფესიონალები, ფანტასტიკური სისუფთავე, უმაღლესი დონის აპარატურა. აი ძაან მაგრები არიან რააა – არა რა ძმაო, მე არ მეგონა რომ საქართველოში იყო ასეთი დონის კლინიკა და არსებობდნენ ამ დონის პროფესიონალები. მოკლედ მე 12 ე დღეს გამომიშვეს. ეხლა სახლში ვარ და იცოდეთ ძალიან მიყვარხართ. ვიცი ყველა როგორ განიცდიდით, როგორ ნერვიულობდით, როგორ მეხმარებოდით -ჩემი ოჯახი, ნათესავები, მეგობრები, ჩემი თანამშრომლები, ფეისბუკის მეგობრები -ყველა , ყველა. ყველას დიდი მადლობა და გადამეხადოს ხალხო.

P.S. ჩემი მკვდრეთით აღდგომის მთავარ როლებში მონაწილეობდნენ:
ავთანდილ ცინცაძე – კარდიოქირურგი
არტურ ლემონჯავა -კარდიოქირურგი
ირაკლი ასათიანი – კარდიოქირურგი
ალექსანდრე ლელაშვილი- კარდიოქირურგი
ნინო ბაზღაძე – კარდიოლოგი და ფანტასტიკური ქალბატონი
ალექსანდრე რევაზიშვილი – ანესთეზიოლოგი
იური ფხაკაძე – ოპერატორი
დიანა ონიანი – ექთანი
სალთხუციშვილი ქეთი – ექთანი
ღონიაშვილი სოფო – ექთანი
და დანარჩენი მთელი ჯოენის კლინიკის პერსონალი, მაპატიეთ თუ ვინმე ვერ მოგიხსენიეთ.
გკოცნით ყველას და გივარდებით მუხლებში – თქვენი ამირან ამირანაშვილი” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნაოპერაციები ტელერეჟისორი.

კომენტარები