„ტელე-ფეისბუკ სივრცე თანდათან გადაიქცა აკვარიუმად, რომელშიც საზოგადოების ერთმა მცირე ნაწილმა ნებაყოფილობით თვითიზოლაციაში მოიქცია თავი და …“-ვასილ მაღლაფერიძე

-„ტელე-ფეისბუკ სივრცე თანდათან გადაიქცა აკვარიუმად, რომელშიც საზოგადოების ერთმა მცირე ნაწილმა ნებაყოფილობით თვითიზოლაციაში მოიქცია თავი და შექმნა ერთგვარი სუბკულტურა, სადაც ადამიანებს განცდა აქვთ, რომ მთელი სამყარო ეს შუშის კოლბაა.
შიგნით მიდის კამათი და ძიძგილაობა იმის შესახებ კვერცხის რომელი ბოლოდან გატეხვაა სწორი. არადა, სინამდვილეში ეს აკვარიუმი თაროზეა შემოდგმული და არც შიგნით მიმდინარე ალიაქოთის ხმა გამოდის გარეთ და არც აკვარიუმში ესმით, ქვეყანაში რა ხდება.
აკვარიუმის გარეთ კი ნამდვილი სამყაროა, სადაც ადამიანები ცხოვრობენ რეალური პრობლემებით და სიხარულებით, გაზაფხულს ზაფხული ცვლის, ზაფხულს შემოდგომა და ზამთარი და ასე შემდეგ“.
კომენტარები