
ტერეზა მეი პოსტს ოფიციალურად დღეს ტოვებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, მმართველი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს, დღეს ოფიციალურად დატოვებს. თუმცა შემცვლელის არჩევამდე, ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას შეასრულებს.
გადადგომის შესახებ მეიმ განცხადება ორი კვირის წინ გააკეთა და მწუხარება გამოთქვა, რომ “ბრექსიტის” პროცესის დასრულება ვერ შეძლო.
დღეიდან კანდიდატთა წარდგენის პროცესი ოფიციალურად დაიწყება. კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტის დასაკავებლად 11 კანდიდატი იბრძვის. მათ შორის არიან ბორის ჯონსონი და ჯერემი ჰანტი. მთავარ პრეტენდენტებს ფარული კენჭისყრით შეარჩევენ, გამარჯვებულის ვინაობა კი 22 ივნისს გაირკვევა.