ტესტირება აეროპორტში და ტესტირების პასუხის მიღებამდე კარანტინი – ემიგრანტები სამშობლოში დაბრუმებას თვეზე მეტია უშედეგოდ ელოდებიან – ეკატერინე მაღულარია

დიდი ხანი ველოდებოდით წინასწარ დაანონსებულ საჰაეროს გახსნას 1 ივლისისთვის. ამის გამო უამრავმა ემიგრანტმა ევროპიდან და ამერიკიდან იყიდა ბილეთები არა ერთხელ არამედ რამოდენიმეჯერ, ყველა ბილეთი გაგვიუქმდა, რადგან საქართველომ დაპირების მიუხედავად არ გახსნა საჰაერო მიმოსვლა. ზოგს თანხა უკან ჯერ კიდევ არ დაბრუნებია. სანაცვლოდ მონოპილია გადასცეს ქართულ ავიახაზებს (აირზენას) რომელიც ახორციელებს ჩარტერულ რეისებს და ბილეთის ფასია ამერიკიდან $2000 და ევროპიდან €700 €800 ევრო. ეს იმდენად ძვირი და არარეალური ფასია რომ ემიგრანტები ამას ვერ გაწვდებიან , განსაკუთრებით , როცა 2, 3 და 4 ოჯახის წევრია ერთად ჩამოსასვლელი. საინტერესოა სად არის ლოგიკა? თუ აირზენას არარეალურ ფასიან ბილეთს შევიძენთ მაშინ შემოგვიშვებენ, საჰაეროს გვიხსნიან და ვირუსის შემოტანის საფრთხე არ არის , ხოლო თუ სხვა ავიახაზებით ხელმისაწვდომ ფასად შევიძენთ ბილეთებს მაშინ კოვიდ 19 შემოტანის საფრთხეს წარმოვადგენთ? ჩვენი ემიგრანტების მოთხოვნაა :
1) აღდგეს რეგულარული ფრენები, რათა ხელმისაწვდომ ფასში შევიძინოთ ბილეთები
2) მოიხსნას 2 კვირიანი კარანტინი, სანაცვლოდ იყოს ტესტირება აეროპორტში და 48 საათიანი კარანტინი ტესტის პასუხამდე ან ადგილზე ჩაგვიტარონ სწრაფი ტესტირება.
3) საელჩოებმა გასცენ დაჩქარებული წესით პასპორტები (ორმაგი მოქალაქეობა/მოქალაქეობის შენარჩუნება ) იმ ქართველებზე ვისაც ამ ეტაპზე მხოლოდ სხვა ქვეყნის მოქალაქის პასპორტი აქვს და ამის გამო იმ ძვირიან ჩარტერულ ბილეთსაც ვერ ყიდულობენ რადგან სხვა ქვეყნის პასპორტით ქვეყანაში არ შემოუშვებენ.
წყარო: https://www.facebook.com/dedakalaki/posts/3341692932541811

კომენტარები