ტიკარაძე კულუმბეგოვს: „20 ათასს გარდაცვლილს ჩვენ არ მივიღებთ 0 ეს რიცხვი ჩვენ არც ერთ“

-„ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, 20 ათასს გარდაცვლილს ჩვენ არ მივიღებთ. ეს რიცხვი ჩვენ არც ერთ დათვლაში არ მიგვიღია. თქვენ იცით, მთავრობა თანამშრომლობს ყველა პროფესიონალთან და ექსპერტთან. დღეს ჩანიშნულია დამატებითი შეხვედრები ექსპერტებთან. შესაბამისად, ჩვენ მათთან ერთად გადავწყვეტთ იმ შემდეგ ღონისძიებებს, რომელიც იქნება საჭირო,“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა,  ეკატერინე ტიკარაძემ ალერგოლოგ-იმუნოლოგ, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადების შესახებ.

 შედეგად, 15 დან 20 ათასამდე გარდაცვლილ ჩვენს თანამოქალაქეს მივიღებთ! – ბიძინა კულუმბეგოვი

 

საქართველოში კორონავირუსის  3 117 შემთხვევა გამოვლინდა. გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 45 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

კომენტარები