ტიმოშენკომ „უკრაინის ლიკვიდაციის“ დასაწყისი გამოაცხადა

პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერმა იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ უკრაინაში დაიწყო ქვეყნის ლიკვიდაციის პროცესი. მისი თქმით, უკრაინელებმა დაკარგეს დამოუკიდებლობის პერიოდი და ცხოვრობენ უცხოელთა რჩევებით.
ამჟამად ჩემი მუშაობის მიზანი და ამოცანაა, კონკრეტული ფაქტებით, ციფრებით ავუხსნა ხალხს, რომ დაწყებულია უკრაინის ლიკვიდაციის პროცესი. და თუ ჩვენ ამ ინფორმაციას არ მივიტანთ თითოეულ უკრაინელთან და დავკარგავთ დროს, ჩვენ მას ვეღარ ავინაზღაურებთ“, – თქვა ტიმოშენკომ ტელეარხ ZIK-ის ეთერში, იუწყება 360tv.ru
მან განაცხადა, რომ უკრაინა საგარეო „კურატორობაში“ მოჰყვა, დაკარგა თავისი „სუბიექტურობა“ მსოფლიოში და ახლა ქვეყანას ყველა სათავისოდ იყენებს, ტიმოშენკოს აზრით, დამოუკიდებლობის პერიოდში ქვეყანას უნდა ეცხოვრა თავისი ინტელექტით, თავისი მეცნიერებით, თავისი გონებით, თავისი ინტერესებით. ეს პერიოდი, თვლის პოლიტიკოსი, ქვეყანამ უკვე დაკარგა.
ტიმოშენკომ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ახლა უნდა გააკეთოს დასკვნები და ან დაასრულოს ამგვარი ვითარება, ან საბოლოოდ მოუსპოს ქვეყანას რესურსები და საკუთრება.
წყარო: 360tv.ru

კომენტარები