„ტიტანიკის“ გადარჩენილი მგზავრის ხელჯოხი აუქციონზე $50 ათასად გაიყიდა

„ტიტანიკის“ გადარჩენილი მგზავრის ელა ვაითის ხელჯოხი აშშ-ში Guernsey’s აუქციონზე $50 ათასად გაიყიდა.
ხელჯოხს აქვს ელექტრო ნათურა. გემის ჩაძირვის დროს ქალმა ის ორიენტაციისთვის გამოიყენა. ის ხელჯოხს იქნევდა და ამით ბევრ ადამიანს დაეხმარა.
აუქციონის სახლის ინფორმაციით, ქალმა ფეხი იღრძო და ხელჯოხი მოგზაურობის დროს იყიდა. ხელჯოხის მფლობელი 1942 წელს 85 წლისა გარდაიცვალა.
„ტიტანიკი“ოლიმპიკის კლასის ინგლისური ლაინერი, XX საუკუნის დასაწყისისთვის უდიდესი სამგზავრო გემი იყო. ფლობდა კომპანია White Star Line, აშენდა გემთსაშენში Harland and Wolff, ბელფასტში.

„ტიტანიკი“ 1912 წლის 10 აპრილს საუთჰემპტონის პორტიდან გავიდა, გზაზე შერბურსა (საფრანგეთი) და კვინსტაუნში შეიარა და მგზავრები აიყვანა. გასვლიდან ოთხი დღის შემდეგ, 1912 წლის 14 აპრილს, 22:40 საათზე „ტიტანიკი“ აისბერგს შეეჯახა.

1912 წლის 15 აპრილის დილით გემი ჩაიძირა.  ჩაძირვისას 1,517 ადამიანი დაიღუპა (სულ 2,223 მგზავრი), რაც „ტიტანიკის“ კატასტროფას ერთ-ერთ უდიდესს ხდის საზღვაო ისტორიაში.

დიდი მსხვერპლი ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ გემზე საკმარისი რაოდენობის ნავი არ აღმოჩნდა. ნავების რაოდენობა სულ 1.178 ადამიანზე იყო გათვლილი.

კომენტარები