ტოკიოში გამჭვირვალე საზოგადოებრივი საპირფარეშოები დაამონტაჟეს
იაპონიაში, ტოკიოში, შიბუიას რაიონში, ორ პარკში, არაკომერციული ორგანიზაციის The Nippon Foundation პროექტის ფარგლებში, გამჭვირვალე საზოგადოებრივი საპირფარეშოები დამონტაჟდა. საჯარო ტუალეტებში არსებული არასახარბიელო სანიტარული მდგომარეობის შესახებ გავრცელებული მოსაზრების გაქარწყლებას ისახავს მიზნად.
სხვადასხვა ფერის ჭკვიანი მინისგანაა დამზადებული. საპირფარეშოების დიზაინი ცნობილ იაპონელ არქიტექტორს, სიგარუ ბანს ეკუთვნის. კეთილმოწყობილი და ნებისმიერი სქესისა თუ საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის გაკეთებული ნაგებობები იოიოგი ფუკამაკისა და ჰარუნო ოგავას პარკებში განთავსდა. თითოეული კაბინა გამჭვირვალეა, ეს სარგებლობამდე მათ სისუფთავეში დარწმუნების საშუალებას იძლევა, შიგნით ყოფნისას საკეტის გადატრიალება საკმარისია, რომ კედლები დაიბუროს და მინა გაუმჭვირვალე გახდეს.
ინოვაციური პროექტი The Nippon Foundation ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი შიბუიას სხვადასხვა ნაწილში სულ 17 საზოგადოებრივი საპირფარეშოს რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. ამ იდეის გარშემო სიგარუ ბანსის გარდა კიდევ 15 ცნობილი არქიტექტორი გაერთიანდა. მათ მიერ დაგეგმარებული ნაგებობები ლოკაციებზე უმსხვილესი სამშენებლო კომპანიის Daiwa House Industry დახმარებით განთავსდება.
ხუთი ახალი საპირფარეშოთი ტოკიოს მოსახლეობა უკვე სარგებლობს, სხვების გახსნა უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. მათი დამონტაჟების პროცესი 2021 წლის დასაწყისში დასრულდება.