„ტომი და ჯერის“ შესახებ სრულმეტრაჟიანს ფილმს სტუდია Warner Bros-ი იღებს

„ტომი და ჯერის“ შესახებ სრულმეტრაჟიანს ფილმს სტუდია Warner Bros-ი იღებს.

ამ ინფორმაციას hollywoodreporter-ი  ავრცელებს.

მულტფილმის კინოინსტალაცია 2020 წლის 23 დეკემბერს გამოვა. ფილმის რეჟისორი ტიმ სტრონია. კინოფილმში ჰოლია გრეის მორეცი, მაიკლ პენია, კენ ჟონგი, რობ დილეინი ითამაშებენ. ტომი და ჯერისთვის კომპიუტერულ გრაფიკას გამოიყენებენ.

ფილმში მოქმედება განვითარდება ფეშენებელურ სასტუმროში. თაგვი ჯერი სასტუმროში ცხოვრობს. ის სასტუმროში დაგეგმილი საქორწინო ცერემონიის ჩაშლას ცდილობს. სასტუმროს თანამშრომელი კაილა კატა ტომს მოიყვანს, რათა მავნე თაგვს თავისი ადგილი მიუჩინოს.

კომენტარები