ტოჩინოშინმა ტოკიოში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

ტოჩინოშინმა ტოკიოში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

ლევან გორგაძემ აღმოსავლეთის მეოთხე მაეგაშირა კირიბაიამას იორიტაოშის ილეთით აჯობა.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე 31 წლის იაპონელი ჰიდენოუმი იქნება, რომელიც მიმდინარე სუპერტურნირზე მაღალ დონეზე გამოდის და 9 გამარჯვებით ლიდერთა შორის იმყოფება.

ტოჩინოშინს 5 მოგება და 7 მარცხი მოუგროვდა და იმისთვის, რომ წოდებაში დაწინაურება მოახერხოს, დარჩენილი სამივე ორთაბრძოლის მოგება სჭირდება.

კომენტარები