ტრაგედია არაგვისპირში – დედა საკუთარი შვილის გარდაცვალებას შეესწრო

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გვიან ღამით სოფელ არაგვისპირთან. მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე არასრულწლოვანს შეეჯახა.  ნასვამი პოლიციელი ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს შეეჯახა.მოზარდი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

-„გზაზე გადაირბინა, მეორე მხარეს დედა ელოდებოდა და ამ დროს დაეჯახა მანქანა. აქ ხშირად ხდება ასეთი შემთხვევები, ყირაზე გადადიან მანქანები”, – განაცხადა დაღუპული არასრულწლოვანის ახლობელმა.

დანაშაული უკვე გახსნილია, პროკურატურამ ავტომობილის მძღოლი დააკავა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

კომენტარები