ტრაგედია გორში, ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო – შვილმა მამას მანქანით გასეირნება

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტყვივთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ „პრაიმტაიმისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

12 წლის მოზარდი, რომელიც ავარიას ემსხვერპლა, დროებით სხვასთან იყო მინდობით აღზრდაში. მამას ის სახლში რამდენიმე დღის წაყვანილი ჰყავდა.

-„შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, შვილმა მამას მანქანით გასეირნება სთხოვა. მამა ნასვამ მდგომარეობაში იყო, მგრამ შვილს უარი ვერ უთხრა“, – აცხადებენ მეზობლები.

გორი-ტყვიავის საავტომობილო გზაზე, წუხელ მოძრავი ოპელის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, მანქანას ბავშვის მამა მართავდა. არსებული ინფორმაციით, მამას შვილი კალთაში ეჯდა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მოზარდი კლინიკაში გადაიყვანა,  მედპერსონალის განცხადებით, კლინიკაში შეყვანისას ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.

წყარო: primetime

კომენტარები