
ტრამპი “twitter”-ში რუსეთს სხვა ქვეყნებზე უფრო ხშირად მოიხსენიებს
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ “twitter”-ში რუსეთის შესახებ უფრო მეტს წერს, ვიდრე სხვა ქვეყნების შესახებ, აცხადებენ „Economist“-ის გამომცემლობაში.
2016 წლიდან მოყოლებული, ამერიკის ლიდერმა სოციალურ ქსელში რუსეთი 297-ჯერ ახსენა. მეორე ადგილი კორეამ დაიკავა (163-ჯერ), მესამე ჩინეთმა, ხოლო მექსიკამ და პუერტო-რიკომ მეოთხე და მეხუთე ადგილები დაიკავეს.
გამოცემაში აღინიშნება, რომ გამოთვლებით დიდი ბრიტანეთი ტრამპის მიერ ხსენებულ ქვეყნებს შორის 15-ე ადგილზე გავიდა.
წყარო: „mk.ru“.