ტრამპმა ობამა შეიარაღების სისტემის შესახებ რუსეთის სასარგებლოდ ინფორმაციის გაჟონვაში დაადანაშაულა

რუსეთს შეეძლო მიეღო სარაკეტო იარაღის ტექნოლოგიები აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამსა ადმინისტრაციიდან ინფორმაციის გაჟონვის წყალობით, განაცხადა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმადონალდ ტრამპმა. ამის შესახებ 10 თებერვალს იუწყებოდა გამოცემა Politicus USA.
„ვერ ვიტყვი, როგორ ჩაუვარდათ მათ ეს ხელში. შესაძლოა, ობამას ადმინისტრაციიდან, და ეს ძალიან ცუდია. ეს არ არის კარგი“, – აღნიშნა ტრამპმა თეთრ სახლში გუბერნატორებთან შეხვედრაზე, წერს iz.ru

მისი სიტყვებით, იმ მომენტში შეერთებული შტატები არ ისახავდა მიზნად შეიარაღების ამ ტექნოლოგიების რეალიზებას.
2 თებერვალს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალმა ტომას მოდლიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთს ჩამორჩება ჰიპერბგერითი შეიარაღების სფეროში.
მისი თქმით, შექმნილი ვითარება მოგვაგონებს აშშ-ის ჩამორჩენას სსრ კავშირისგან დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრის გაშვების შემდეგ, 1957 წელს. მოდლიმ აღნიშნა, რომ რუსეთის უპირატესობა ამ სფეროში ქმნის წანამძღვრებს სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის მსოფლიოში და აშშ-ის შიგნით.
2019 წლის 24 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ჩამოყალიბდა უნიკალური სიტუაცია, როცა არცერთ ქვეყანას, რუსეთის გარდა, არ გააჩნია ჰიპერბგერითი იარაღი.
წყარო: izvestia.ru

კომენტარები