ტრისტან წითელაშვილი: ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის მიზნით უკრაინიდან ქილერების ჯგუფი იგზავნება!

საქართველოში მორიგი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაც უკრაინაში ჩაბუდებული კრიმინალის – მიხეილ სააკაშვილის მიერ იმართება. დადგება დრო და, განსასჯელის სკამზე მჯდომ სააკაშვილს ამ მოვლენებზეც მოუწევს სასჯელი. უკრაინიდან მე მომაწოდეს მტკიცებულებები, რომ თბილისში სპონტანური ამბოხი კი არა, წინასწარ კარგად დაგეგმილი და დეტალებში გაწერილი გეგმა განხორციელდა, რომელსაც სათადარიგო ვარიანტებიც გააჩნია – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი სამხედრო ექსპერტმა, თადარიგის პოლკოვნიკმა ტრისტან წითელაშვილმა:

– ჩვენი საუბრის დასაწყისშივე მინდა განვაცხადო, რომ ყველა ინფორმაცია, რაც “ასავალ-დასავალს” 2014 წლიდან დღემდე მივაწოდე – ზუსტი გამოდგა. მაშინ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციებზე დაყრდნობით მხოლოდ ვვარაუდობდი, რომ კიევის ხოცვა-ჟლეტაში სააკაშვილის ხელი ერია, დღეს უკვე მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს და უკრაინაში სისხლის სამართლის საქმის გამოძიება თითქმის დასრულებულია, რომლის შესაბამისად, უკვე დადგენილია, რომ მაიდანზე საკუთარ მომხრე მანიფესტანტებს ცეცხლი ქართველმა ბოევიკებმაც გაუხსნეს, რომლებიც უშუალოდ სააკაშვილს ექვემდებარებოდნენ. მხოლოდ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გაძლევდით ინტერვიუებს და პირდაპირ გეუბნებით, რომ თბილისის ცენტრში დღეს მიმდინარე მოვლენებიც, სააკაშვილის და ნაცების პროვოცირებულია.

– ამჯერად რა მტკიცებულებები გაგაჩნიათ?

– იმთავითვე უნდა გითხრათ, რომ ნაცმოძრაობა, მისი ყლორტები – გირჩი, ევრონაცები და ლგბტ პრაიდი მონათესავე ორგანიზაციებია, ისინი ერთი ჯამიდან იკვებებიან და ერთი რეჟისორის – სააკაშვილის ჯოხით იმართებიან. საქართველოში დესტაბილიზაციის მორიგი ჯაჭვის პირველ რგოლის ფუნქცია ლგბტ პრაიდს განუსაზღვრეს. სწორედ მას უნდა გამოეწვია საზოგადოებაში განხეთქილება, რომელსაც თავის მხრივ, ნაციონალური მოძრაობა გააღვივებდა და სათავისო კალაპოტში მოაქცევდა. ჩემი კოლეგები – უკრაინელი მაღალი რანგის სამხედროები – მუდმივად მაწვდიან ინფორმაციებს და უკვე თავად სააკაშვილიც აღიარებს, რომ სწორედ ის მართავს თბილისში არეულობას, საკუთარ მომხრეებს სახელმწიფო გადატრიალებისკენ უბიძგებს. უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა, თუმცა მის წინააღმდეგ უკრაინაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. იგი უკვე მხოლოდ საქართველოს და უკრაინის კი არა, აშშ-ს და რუსეთის სპეცსამსახურების პრობლემადაც იქცა, რომლებმაც იგი შექმნეს და ლიდერად გამოძერწეს, როგორც თავის დროზე ოსამა ბენ-ლადენი. ამერიკელები თავად ვერ დაიწყებენ სააკაშვილის დევნას, რადგან ამ სემთხვევაში მოუწევთ აღიარება, რომ მათი ეგიდით განხორციელებულმა ფერადმა რევოლუციებმა კრახი განიცადეს. ამიტომ, სააკაშვილი უკრაინულ ხაფანგში შეუშვეს, სადაც პროკურატურა რამდენიმე სერიოზულ ბრალდებას უყენებს. სააკაშვილი ამ ხაფანგში ვირთხასავით გაება. უმთავრესი მათ შორის – მაიდნის სისხლისღვრის ორგანიზებაა. ამას გარდა მას ბრალდება სახელმწიფო თანხების გაფლანგვა, შავი ფულის გათეთრება და სახელმწიფოს ღალატიც.

– ნუთუ, უკრაინის ახალი პრეზიდენტი სააკაშვილს ასე ადვილად გაწირავს?

– ზელენსკი კი გახდა პრეზიდენტი, მაგრამ უკრაინის უმაღლესი რადა, მინისტრთა კაბინეტი და ძალოვანო ორგანოები, მათ შორის – პროკურატურაც – ისევ ძველი შემადგენლობით რჩებიან, სადაც სააკაშვილს მრავალი მტერი ჰყავს შეძენილი. იქაური საზოგადოებაც, უკვე შემზადებულია, რომ სააკაშვილი კრიმინალია. მას სხვა გზა აღარ დარჩა და ვაბანკზე წავიდა – თუ საქართველოში გადატრიალებას ვერ მოახდენს და დროულად არ დაბრუნდება, უკრაინაში მას უმკაცრესი განაჩენი ელის! პირდაპირ გეუბნებით, რომ საქართველოში ყველა დესტრუქციული პროცესი – აჭარაში არეულობა, თბილისში ლგბტ აღლუმების და ნარკომანების გამოსვლები, როცა საზოგადოებრივი წესრიგი მასშტაბურად დაირღვა – მის მიერ იყო ორგანიზებული! ლგბტ პრაიდზე უნდა მომხდარიყო სისხლისღვრა – ნაცები თავად დახოცავდნენ რამდენიმე ადამიანს, რათა მღელვარება გამოეწვიათ. როცა ამ გეგმამ კრახი განიცადა, სააკაშვილის მითითებით ნაცებმა სასწრაფოდ გეგმა “ბ” აამოქმედეს. საამისოდ, საეღთასორისო მართლმადიდებლური ასამბლეის თბილისური ფორუმი გამოიყენეს.

– ანუ, დუმის დეპუტატი გავრილოვიც თბილისში ნაცებმა ჩამოიყვანეს?

– არსებობს ფოტოსურათები, რომელზეც გავრილოვი ზაქარია ქუცნაშვილის და გიგი წერეთლის გარემოცვაში იმყოფება. გავრილოვს გრიგოლ ვაშაძეც კარგად იცნობს. თუნდაც მარტო ეს ფოტო მოწმობს, რომ გავრილოვის ჩამოსვლის შესახებ ნაცებმა წინასწარ იცოდნენ, თუმცა, რატომღაც, დუმდნენ. შემდეგ უკვე ძნელი გასარკვევი არ უნდა იყოს, თუ რა ვითარებაში აღმოჩნდა გავრილოვი საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში, რის გამოც საქართველოში რევოლუციური პროცესები დაიწყო. სხვა საკითხია, იყო თუ არა სააკაშვილის სასარგებლოდ დადგმულ პროვოკაციაში ჩართული რუსეთი. ჩემი ინფორმაციით – იყო! ადრეც იყო, როცა როცა ნაცმა პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საკუთარი პიარისთვის ჯგუფი სწორედ რუსეთიდან ჩამოიყვანა! პარლამენტის პროტოკოლის სამსახურის უფროსი გახლავთ ზურაბ ადეიშვილის ახლო ნათესავი. ნაცებმა ძალიან კარგად იცოდნენ, ვინც ჩამოვიდა საქართველოში და სად უნდა გამართულიყო ასამბლეის სხდომა, მაგრამ კი არ გააპროტესტეს, მოთმინებით დაე ლოდნენ მომენტს, ვიდრე გავრილოვი სპიკერის სავარძელში ჩაჯდებოდა. დაზუსტებით ვიცი, რომ ამ მომენტამდე გავრილოვს გრიგოლ ვაშაძე ესაუბრა! ისიც საკითხავია, ვინ მიუთითა გავრილოვს ამ ადგილის დასაკავებლად. დაე, დაკითხონ გიგი წერეთელი და გაარკვიონ – რა ურთიერთობები აკავშირებს გავრილოვთან და რა ზომები მიიღო იმისთვის, რომ ოკუპანტი სტუმარი, რომლის ჩამოყვანაში თავად მიიღო მონაწილეობა – სპიკერის სკამზე არ დამჯდარიყო?! დააკვირდით – 2 საათის განმავლობაში ასამბლეის სხდომა მიმდინარეობს, პარალელურად, ნაცები ახდენენ თავიანთი მომხრეების პარლამენტთან მობილიზაციას და იწყებენ დემარშს, რომელიც პარლამენტში შეჭრის და ხელისუფლების დამხობის მოწოდებით გვირგვინდება!

– მაგრამ სააკაშვილის როლი აქ სად ჩანს?

– სააკაშვილი პარლამენტის წინ თავშეყრილ საზოგადოებას აშკარად ატყუებს, როდესაც მიმართავს, რომ ესაუბრა სპეცრაზმის ხელმძღვანელებს და მათგან გარანტია მიიღო, რომ პარლამენტში შეჭრილ ხალხს არ ესვრიან! სინამდვილეში, მან ზუსტად იცოდა, რომ ეს მოხდებოდა. მეტიც – მას სჭირდებოდა სისხლი, მსგავსად მაიდნის მოვლენებისა, რომ ხალხი გახელებულიყო! ამასობაში დროს უქმად არ კარგავს – დაიქირავა თვითმფრინავი, მოახდინა კიევში მყოფი მისი ზონდერების მობილიზაცია თბილისში გადმოსატყორცნად, რომლებიც, როგორც კი პარლამენტში შეჭრა მოხდებოდა, დაუნდობლად იმოქმედებდნენ. მათთან ერთად თბილისში გამოსაფრენად მზად იყო ცნობილი ავანტიურისტი სემიონ სემენჩენკო, რომელიც 2 წლის წინ კიევში კარვების აქცია “მიხო-მაიდანს” ხელმძღვანელობდა. პარლამენტის შესავლელთან იმყოფებოდნენ ნაცების მიერ მოსყიდული რამდენიმე სპეცრაზმელიც, რომლებსაც პარლამენტში შეჭრის მომენტში ხალხისთვის პირდაპირ უნდა ესროლათ და სისხლი დაეღვარათ!

– აკი, სპეცრაზმელებმა სახეში კიდეც დაუშინეს რეზინის ტყვიებს მომიტინგეებს?

– პოალიციელთა მიმართ ბრბოს ძალმომრეობას მთელი საქართველო გარინდებული უმზერდა. თავიდან პოლიციამ მართლაც მოახერხა მათი მოგერიება, მაგრამ იმ სპეცრაზმელების საქციელში, რომლებიც დაფანტულ მომიტინგეებს სათითაოდ დასდევდნენ და რეზინის ტყვიებს უშენდნენ, აშკარად მტრული მიზნები იკვეთება! მადლობა უფალს, რომ ყველაფერმა მსხვერპლის გარეშე ჩაიარა, სააკაშვილს, როგორც ადრე, ამ მიტინგზეც სურდა, რამდენიმე ცხედარი ენახა, რათა მერე ამით გამძვინვარებულ ბრბოს პარლამენტის შენობა აეღო! ამ დიდ ტრაგედიას მტელი სახელმწიფო შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაარჩინა.

– რას ფიქრობთ, დამარცხდება ამბოხი?

– დესტაბილიზაციის ესკალაციისთვის სააკაშვილს კიდევ აქვს სამარქაფო ვარიანტები. ნახევარი საქართველოც რომ გაწყდეს, ის სამოქალაქო ომზეც წამსვლელია. ამის ასარიდებლად, ძალოვნებმა და უშიშროებამ უნდა მიიღოს ზომები – გაჩხრიკოს კონსპირაციული ბინები, ამოიღოს იარაღი, დააკავოს მოსყიდული პროვოკატორები. როგორც ხედავთ, როგორც კი არეულობა იწყება, მაშინვე ჩნდებიან ჯაჭვებით, ხელკეტებით და მოლოტოვის კოქტეილებით შეიარაღებული ბანდები, რომლებიც ქუჩებში დაძრწიან და მოსახლეობას თრგუნავენ. უნდა დაუყოვნებლივ დააპატიმრონ ან კონტროლზე აიყვანონ ის ზონდერები, რომლებიც დღემდე უხიფათოდ დაფრინავენ უკრაინის მიმართულებით და უკან. სამსახურებიდან უნდა გათავისუფლდნენ პარლამენტის პროტოკოლის სამსახურის და სხვა უწყებებში მოკალათებული ნაცების აგენტები, რომლებიც პატრონებს გამუდმებით აწვდიან მთ ხელთ არსებულ ინფორმაციებს და ატყობინებენ დემარშების დასაწყებად საკმარის ინფორმაციას. ქართულ არმიაშიც წმენდა არის ჩასატარებელი, რადგან ამჯერდაც მზად იყო სამხედროების მნიშვნელოვანი ნაწილი, თუ გადატრიალება განხორციელდებოდა, ნაცების მხარეს დამდგარიყო.

– ვინ იხეირა იმ შედეგებით, რაც ამბოხს მოყვა?

– ქვეყანა პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით ჭაობში აღმოჩნდა – რუსეთთან კვლავ ლამის, ომის ზღვარზე აღმოვჩნდით, გახურებული ტურისტული სეზონის დროს ტურისტები დააფრთხეს და გააქციეს, დოლარის კურსი უკონტროლოდ მატულობს. მოქალაქეები, რომლებმაც ბანკების ვალი აიღეს და საცხოვრებელი სახლები მინი-სასტუმროებად გადააკეთეს – ულუკმაპუროდ დატოვეს. აი, სააკაშვილის დივერსიული საქციელის შედეგები! ნაცები თავად არიან კრემლის ფავორიტები – რუსოფობულ ლოზუნგებს გაყვირიან, თუმცა ჩუმ-ჩუმად, მოსკოვში დაიპარებიან. რამდენიმე დღის წინ აეროპორტში ნაცების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა გამყრელიძე გამოიჭირეს ჟურნალისტებმა, მოსკოვში ფორიმში მონაწილეობდნენ დავით ქაცარავას ცოლი და მიტინგის აქტივისტი – მაქარაშვილი. გრიგოლ ვაშაძის ცოლი -ნინო ანანიაშვილი კარიერა ისევ მოსკოვში ვითარდება, მაგრამ რა? ასე გაგრძელდება, ვიდრე სააკაშვილის იზოლაცია არ მოხდება და ვიდრე ნაცი თუ ევრონაცი ჩინოსნებისგან სამთავრობო სექტორი არ გათავისუფლდება!

წყარო: “ასავალ-დასავალი”

კომენტარები