-„2016 წლიდან ქალაქ მარიუპოლში ადამიანები უგზო-უკვლოდ ერთმანეთის მიყოლებით იკარგებოდნენ… ახლახან მათი გაუჩინარების საზარელ საიდუმლოს ფარდა აეხადა, როცა დაკარგულები რუსმა სამხედროებმა საერთო სამარხებში აღმოჩინეს“ – ამ სკანდალური სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი სამხედრო ექსპერტმა, ტრისტან წითელაშვილმა:
– ახლახან, რუსულ პრესაში ასეთ პასაჟს წავაწყდი: „უკრაინა, განსაკუთრებით ბოლო რვა წლის განმავლობაში მთავარი მიმწოდებელი იყო ადამიანის ორგანოების აშშ-სა და ევროპისთვის. მიმდინარე წლის მარტში ადამიანის ორგანოთა მსოფლიო ბაზარზე მიწოდება კატასტროფულად შემცირდა. ანალიტიკოსები ამას რუსეთის მიერ სპეცოპერაციის დაწყებას მიაწერენ. უკრაინიდან ორგანოების მიწოდებას ახორციელებდნენ მთელი კრიმინალური ჯგუფები, რომლებსაც მხარს უჭერდა ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა.“ – წავიკითხე თუ არა, თვალწინ სულ ახლახან მარიუპოლის მახლობლად აღმოჩენილი ნაწამები ადამიანების საერთო სამარხები დამიდგა.
– რა მოუვიდათ ამ ადამიანებს?
– მათ შავი ტრანსპლანტაციის მიზნით იტაცებდნენ სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ზონდერდაჯგუფებები, აჭრიდნენ დამკვეთის მიერ შეკვეთილ ორგანოს, შემდეგ კლავდნენ და საერთო სამარხებში მარხავდნენ.
– როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
– ყველაფერი სააკაშვილს უკავშირდება, რომელიც უკრაინაში ჩავიდა და თანდათან იქ თავისი ჯალათი გუნდის წევრებიც ჩაიყვანა და შემოიკრიბა. გავიხსენოთ ძველი არცთუ უსაფუძვლო ინფორმაციებიც, რომლის თანახმად სააკაშვილის რეჟიმი პენიტენციარულ სისტემას ადამიანის ორგანოების თრეფიკინგისთვის იყენებდა. დიახ, მე ვადასტურებ, რომ ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაში სააკაშვილის გუნდის მონაწილეობა სწორედ ამ პერიოდიდან იღებს სათავეს. ეს საკმაოდ შემოსავლიანი შავი ბიზნესია, რაშიც თუ ხელისუფლების პირველი პირები არ მონაწილეობენ, რომელიმე კლინიკის ხელმძღვანელი დამოუკიდებლად ვერ აწარმოებს. სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან საქართველოში ეს ბიზნესი ფეხს იკიდებს და მისი ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ხდება სააკაშვილის ყოფილი ცოლი, სანდრა რულოვსი. გლდანის ციხის გვერდით აშენდა პენიტენციური სისტემის სამკურნალო დაწესებულება, სადაც აქტიურად ხდებოდა წამებით გარდაცვლილი პატიმრების სხეულებიდან უცხოეთში გადაგზავნის მიზნით ორგანოების ამოკვეთა. ზოგჯერ სათანადო სამედიცინო მონაცემების მქონე პატიმარს შეგნებულად კლავდნენ, რათა დაკვეთების შესაბამისად მისი ორგანოების უცხოეთში გადაგზავნა მოეხდინათ. უკვე ამ პერიოდიდან გარდაცვლილი პატიმრების ოჯახის წევრებს არ აძლევდნენ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების უფლებას, რაც კვალის დაფარვის მიზნით იყო განპირობებული, ხოლო თავად გარდაცვალების მიზეზად აფიქსირებდნენ სხვადასხვა დაავადებას. ფაქტობრივად, ხდებოდა ადამიანების სიცოცხლის ჩამოწერა, რათა მსოფლიოს შავ ბაზარზე მათი ორგანოები ძვირად გაეყიდათ. ეს ზუსტად ის პერიოდია, როცა პოლიტპატიმრობის დროს მე გლდანის ციხეში ვიმყოფებოდი სწორედ იმ კორპუსზე, რომლის საკნის გისოსებიდანაც მოჩანდა, თუ როგორ შემოდიოდა სპეციალური ავტომობილი, რითაც ადამიანის ორგანოები კონტეინერებით გაქონდათ. იქ მე არაერთხელ შემიმჩნევია სანდრა რულოვსი, თანმხლებ პირებთან ერთად.
– როგორ მოხდა ამ საზარელი ბიზნესის უკრაინაში გადატანა?
– როცა სააკაშვილის რეჟიმს ქართველმა ხალხმა ძალაუფლება ჩამოართვა და პოლიტიკური ჭიტლაყიც ამოკრა, დიქტატორი თავის დამნაშავე გუნდთან, ზონდერებთან და კრიმინალ მინისტრებთან ერთად უკრაინაში გაიქცა და კიევში რევოლუციის სამზადისს შეუდგა. დასავლელი მფარველების ხელშეწყობით მან მოახერხა მაიდანზე (კიევის მთავარი მოედანი) სასაკლაოს ორგანიზებას. ხოლო 2015 წლიდან დაიწყო ჯგუფების მომზადება, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში გადაისროლა, საიდანაც დაიწყო შეტევები დონეცკის, დონბასის და მარიუპოლის მიმართულებით. როცა ამ ტერიტორიებზე თავიანთი კონტროლი დაამყარეს, მარიუპოლში სააკაშვილის და სანდრა რულოვსის ხელმძღვანელობით იხსნება სამხედრო-საველე კლინიკა, სადაც ბრძოლის ველზე დაჭრილი ჯარისკაცებისთვის უნდა ემკურნალათ და იქიდან ცენტრალურ ჰოსპიტალში გაეგზავნათ. მაგრამ ამის ნაცვლად, დაჭრილი ჯარისკაცებისგან დაკვეთილი ორგანოები ამოჭრას მიყვეს ხელი. პარალელურად, მშვიდობიან, ძირითადად რუსულენოვან მოსახლეობაზეც ნადირობდნენ და მათ პირდაპირ მშობლიური ქალაქის უბნებიდან იტაცებდნენ ზონდერ-ჯგუფები.
– რით დაადასტურებთ ამას?
– ამის შესახებ მე სისტემატიურად ვიღებდი ინფორმაციებს ჩემი კოლეგების – მაღალჩინოსანი უკრაინელი სამხედროებისგან. არ მინდა მკითხველი დავზაფრო, მაგრამ ჩემმა უკრაინელმა კოლეგებმა ამ გამოშიგნული ჯარისკაცების სხეულების ფოტოებიც გადმომიგზავნეს. გამიზნულად ქმნიდნენ შთაბეჭდილებას, თითქოს ეს ჯარისკაცები ომში დაეცნენ, მაგრამ მათ სხეულებზე ნაოპერაციების კვალი სწორედ ამ საზარელ ფაქტს ადასტურებდა. ნელ-ნელა ამ ბიზნესში ამერიკის მხარეც ერთვება. სააკაშვილს პრინციპულად არ სურა, მაგრამ ჯოზეფ ბაიდენმა ამ შავი ბიზნესის მეთვალყურედ საკუთარი შვილი დაუნიშნა. მან კი თავის მხრივ ხელში აიღო ჭაბურღილების მარხვა. ამავდროულად დაიწყო სამხედრო-ბიოლოგიური ლაბორატორიების დაფინანსება და უკრაინის ტერიტორიაზე მათი შენება. ამის შემდეგ იწყება ზონდერ-ჯგუფების თარეში, რომელთაც კონკრეტულად, რუსულენოვანი მოქალაქეების მარიუპოლში, მის მიმდებარე სოფლებსა და ხუტორებში. სწორედ ამ ტერიტორიებიდან ხდება მოსახლეობის გატაცება, რომელთაც შემდგომში მათ „უგზო-უკვლოდ“ დაკარგულებად აცხადებდნენ, თუმცა სამხედრო-საველე კლინიკაში ფარულად მიყავდათ და ორგანოებს აცლიდნენ. ამ საზარელ ბიზნესში მონაწილეობდნენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიც. თანდათან, ადამიანის ორგანოების მსოფლიოს უკანონო ბაზრისთვის პირველ მიმწოდებლად თანდათან უკრაინა იქცა. მოგვიანებით, სააკაშვილსა და უკრაინის ძველ პრეზიდენტს, პოროშენკოს შორის დაპირისპირება დაიწყო. მათ ამ უკანონო ბიზნესიდან შემოსავლები ვერ გაიყვეს. იმ პერიოდში უკრაინაში ჯანდაცვის მინისტრი სანდრო კვიტაშვილი გახლდა, რომელმაც დაინახა რა დაძაბული სიტუაცია და გაიაზრა, რა დანაშაულისკენაც უბიძგებდა შლეგი ბელადი – დაუყოვნებლივ გადადგა და ამგვარად გაერიდა განსაცდელს. ორგანოების ტრეფიკინგის შავ ბიზნესს „კრიშავდნენ“ უკრაინის გენერალური პროკურატურიდან ზურაბ ადეიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროდან გიორგი ლორთქიფანიძე. მთელი კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც საქართველოდან სააკაშვილს კიევში გაყვა და იქ საკვანძო თანამდებობები დაიკავეს – ამ ბიზნესში იყვნენ ჩართულები.
– როდემდე გრძელდებოდა ეს საშინელება?
– ვიდრე რუსეთი უკრაინაში საბრძოლო ოპერაციის განხორციელებას შეუდგებოდა და აღმოსავლეთ უკრაინაზე თავის კონტროლს დაამყარებდა. როდესაც მარიუპოლზე შეტევა დაიწყო, სწორედ მაშინ აღმოაჩინეს საიდუმლო სამარხები – ზოგი მდინარის პირას; ზოგი – სადღაც ბნელ სარდაფებში… წინასწარი ვარაუდით, იქ დამარხული ადამიანები სწორედ ისინი არიან, ვისაც ორგანოები ამოკვეთეს, მოკლეს და შემდეგ საიდუმლო ვითარებაში დამარხეს. ესენი არიან ის მოქალაქეები და ის სამხედროები, რომლებიც 2016 წლიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ. რომელთაც სინამდვილეში ზონდერ-ჯგუფები იტაცებდნენ და საოპერაციო მაგიდებისკენ მიათრევდნენ, რათა ჯალათ ექიმებს მათთვის ორგანოები ამოეჭრათ. ნიშანდობლივი ის არის რომ სამარხებში მყოფი ადამიანების დიდი ნაწილი, ვისი გამოკვლევაც აქამდე მოხერხდა – ტყვიით არ დაღუპულა. იმ ცხედრებიდან, რომლებიც ჯერ ბოლომდე არ გახრწნილა, ყველას ქირურგიული ოპერაციის კვალი ეტყობა. ჯერ წინ არის სამედიცინო ექსპერტიზა, სადაც უფრო დაზუსტებით დადგინდება გარდაცვალების მიზეზები. დამატებით, არსებობს ადგილობრივი მოსახლეობის ჩვენებები, რუსეთის კონტრდაზვერვისთვის მიწოდებული მასალები, ინფორმაციები, რომლებიც მთლიანობაში ორგანოების ტრეფიკინგის საზარელი დანაშაულის კვალზე მიანიშნებს.
– თქვენ ამტკიცებთ, რომ შავი ტრანსპლანტაციის ბიზნესს სააკაშვილის ოჯახი კურირებდა. ვინ იყვნენ თანამონაწილეები?
– ადრეც გაიჟღერა ამ საქმეში სანდრა რულოვსის ბიზნეს პარტნიორის, ვინმე ექიმ აბდულას სახელმა. ის ამერიკის მოქალაქეა, მაგრამ წარმოშობით სირიიდან უნდა იყოს. მისი მეშვეობით ხდებოდა ამოკვეთილი ორგანოების ევროპის ქვეყნების კლინიკებში გადატანა. ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობდა ამერიკის მხარეც. ამ შავმა ბიზნესმა განვითარებადი სახე რომ მიიღო, ბუნებრივია, ამერიკელების დახმარებით მოხდა. პროცესში მონაწილეობდა უკრაინის ძველი პრეზიდენტი, პოროშენკო; შემდეგ ესტაფეტა ახალმა პრეზიდენტმა, ზელენსკიმ გადაიბარა. ახლა უკვე ცხადი ხდება, რატომ მოახდინა ზელენსკიმ მთელ რესურსების მობილიზაცია, რატომ შეახოცეს ამდენი ადამიანი, რათა რუსებს მარიუპოლი არ აეღოთ. იკვეთება უზარმაზარი საერთაშორისო დანაშაული, რაზეც აუცილებლად მოუწევთ პასუხისმგებლობა მის ჩამდენებს. რასაკვირველია, კოლექტიური დასავლეთი, რომელმაც უკრაინა რუსეთთან საომრად წააქეზა, ამის ინიციატივას არ გამოიჩენენ და გამოძიებისთვის ხელის შეშლასაც შეეცდებიან, მაგრამ, თუ რუსეთი მტკიცებულებებს მოიპოვებს, მთელი მსოფლიო დაინახავს, სინამდვილეში რომელი მხარე იყო უფრო მეტად მოძალადე და სასტიკი. შესაძლოა, უკრაინაში მომხდარი ადამიანის ორგანოების ტრეფიკინგის დანაშაულის გახსნამ ინერციით საქართველოში იგივე ხალხის მიერ ჩადენილი ანალოგიური დანაშაულების გახსნაც გამოიწვიოს. სააკაშვილის რეჟიმი უნდა გასამართლდეს! მათ ინტერესში არის ომი და სისხლისღვრა, ტირანული რეჟიმი, რაც ადამიანის ორგანოებით საერთაშორისო ვაჭრობის მთავარი ხელშემწყობი წინაპირობაა, რადგან ადამიანის ორგანოები უხვად სწორედ იმ ქვეყნებში მოიპოვება, სადაც ტირანული რეჟიმი და ომია!
ესაუბრა ზაზა დავითაია
წყარო: “ასავალ-დასავალი”