ტრისტან წითელაშვილი: საქართველოს საბოლოოდ შლიან! საოკუპაციო ზოლზე შარვალჩახდილნი რომ დარბიხართ, ახლა გამოდით, თუ ვაჟკაცები ხართ!

– „ორი დღეა საქართველოში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია „გზა ნატოსაკენ,“ რომლის ორგანიზატორებიც არიან ალექსი პეტრიაშვილი, გიგა ბოკერია, გიგი წერეთელი, გიორგი კანდელაკი… ასევე ამ კონფერენციაზე იმყოფებიან ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს ყველა რეანგის პოლიტიკური ლიდერები, ხოლო ჟურნალისტების დასწრების ორგანიზატორი არის თამარ ჩერგოლეიშვილი.

დღეს კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ანდერსონ რასმუსენი, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო შეიძლება გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა, იმ შემთხვევაში, თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მე 5 მუხლი არ არ ამოქმედდება, ანუ, საქართველო შევა ნატოში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის – აფხაზეთის და სამაჩაბლოს საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში დაბრუნების გარეშე… ამ განცხადებით რასმუსენმა ბოლომდე ჩამოიხსნა ნიღაბი. კიდევ ერთხელ დაგვანახა მისი მტრული დამოკიდებულება მართლმადიდებლური ქვეყნების, კერძოდ – საქართველოსთან მიმართებაში! აი ვინ არის რასმუსენი და მისი მეხუთე კოლონა საქართველოში: მოღალატეები, რომლებიც მიზანმიმართულათ შლიან ქვეყანას!

საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა სასტუმრო რუმში და არა პარლამენტში. სად არიან ახლა ის ორგანიზაციები, რომლებიც პარლამენტში გავრილოვს შეუვარდნენ? რატომ არ უვარდებიან ამ განცხადების გამო რასმუსენს? მიდით და მოთხოვეთ პასუხი ეხლა რასმუსენს, თქვე ქათმებო, სად ხართ ქაცარავა-მარქარაშვილო, საოკუპაციო ზოლზე შარვალჩახდილები რომ მიდიხართ და ტრ@@ს აძლევთ რუსებს და პარლამენტის წინ ქათმებივით კაკანებთ – გამოდით ახლა, თუ ვაჟკაცები ხართ!“ – წერს სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი.

კომენტარები