ტუნისში მოგზაურთათვის სასარგებლო რჩევები

პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, ონკანიდან წყლის დალევა არ არის რეკომინდირებული. უკეთესია, თუ საგანგებოდ, მაღაზიაში შეიძენთ, რადგან სასტუმროში ის 4-6 ჯერ ძვირია.

ისინი საუბრობენ ერთ-ერთ არაბულ დიალექტზე „დერჟა“, თუმცა მოსახლეობის 63%-მა იცის ფრანგული. ამ ენაზეა ყველა ინსტრუქცია და სამეცნიერო წერილები. თუმცა სასტუმროს მომსახურე პერსონალი და სავაჭრო ცენტრში მომუშავე გამყიდვლები მზად არიან შეკვეთა მიიღონ ინგლისურად ან ჟესტების ენაზეც.

ამერიკის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ სამხრეთ ტუნისში ვიზიტისას არაორგანიზებულ მგზავრობაზე თავი უნდა შეიკავონ და მაქსიმალური სიფრთხილე დაიცვან. მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს. ამ ქვეყანაში მრავლად არიან ტერორისტული დაჯგუფებები.

ტურისტები ხშირად წერენ რომ ზღვა ძლიერ დაბინძურებულია. წყალი კი ზედმეტად ცივი და უსიამოვნო. სამაგიეროდ, სპა და თალასოთერაპია შესანიშნავია.

ქუჩებში საშინელი ანტისანიტარიაა, რადგანაც მოსახლეობა ნაგავს ფანჯრებიდან ყრის.

წყარო: travel.rambler.ru

კომენტარები