ტუტანხამონის აღდგენილი გარეგნობა. როგორი იყო ფარაონი სინამდვილეში?

ჩვენამდე მოღწეული წყაროებიდან ტუტანხამონის შესახებ გარკვეული წარმოდგენა გვექმნება, მაგრამ მეცნიერებმა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით მასზე უფრო დაწვრილებითი ინფორმაციები მოიპოვეს.

ტუტანხამონი დაბადებიდან გენეტიკური დაავადებით იტანჯებოდა. მას ოვალური სახე ჰქონდა, საკმაოდ დახვეწილი, წორი ნაკვთები, მაგრამ დეფექტური, დაღრეცილი კბილები და უშნო სხეული.

სქელი ქვედატანი და დიდი სარძევე ჯირკვლები მის აღნაგობას ქალურ შესახედაობას აძლევდა. მას ჰქონდა ამოგდებული და მოტეხილი მარცხენა ფეხი. მსგავსი სიმახინჯით იბადებიან ბავშვები, რომელთა მშობლები ერთმანეთის ნათესავები არიან. ცნობილია, რომ დედამისი იყო და ან შვილი საკუთარი ქმრისა. ეს ფაქტი გენეტიკურმა ანალიზმაც დაადასტურა.

ერთ-ერთი ვერსიით ტუტანხამონის გარდაცვალება ეტლიდან გადმოვარდნას უკავშირდება, რასაც თანამედროვე მეცნიერები არ ადასტურებენ. ასეთი ფეხით შეუძლებელია ეტლის მართვა.

კვლევებმა აჩვენა, რომ სინამდვილეში ფარაონი მალარიით გარდაიცვალა.

(თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით ტუტანხამონის აღდგენილი გარეგნობა)

წყარო: zen.yandex.ru

კომენტარები