ტყიბულში კორონავირუსის 22 შემთხვევა – 17 არასრულწლოვანი

ტყიბულში კორონავირუსის 22 შემთხვევა დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, 17 არასრულწლოვანია, ისინი ერთი სკოლის მოსწავლეები არიან. თვითიზოლაციაში გადაიყვანეს ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 200-მდე ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის 478 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აჭარაში – 196,  თბილისში 178, იმერეთში 65, სამეგრელო-ზემო სვანეთში 13, ქვემო ქართლში 15, შიდა ქართლში 6, გურიაში 1, მცხეთა-მთიანეთში – 4.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6 538 ადამიანი, გარდაიცვალა 93 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5 590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები