უამინდობისა და თოვის გამო, ლეჩური-ომალოს მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

უამინდობისა და თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ18-კმ72 (ლეჩური-ომალო) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტრამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის კმ1-კმ18 (ფშაველი-ლეჩური) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დროისთვის თავისუფალია.

3-5 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდი შენარჩუნება.

ჰაერის ტემპერატურა 3-5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში+16, +21 გრადუსი იქნება. 6 ნოემბრიდან საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა 4-5 გრადუსით დაიკლებს.

თბილისში მოსალოდნელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 3-5 ნოემბერს +18, +20, ხოლო 6 ნოემბერს +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები