„უახლოეს კვირებში მკაცრი შეზღუდვების დაწესება იქნება აუცილებელი“-გერმანიის პრეზიდენტი მოსახლეობას

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მოსახლეობას მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციაში.

ამ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

-„ახლა პანდემიის მესამე ტალღის შუაში ვიმყოფებით. ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად ყველა ჩვენგანის ძალისხმევაა საჭირო. უახლოეს კვირებში მკაცრი შეზღუდვების დაწესება იქნება აუცილებელი. პანდემიის დასამარცხებლად ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა იყო შეცდომებიც – როგორც ვაქცინაციის, ისე ტესტირების კუთხით. მე ვენდობი ყველა ვაქცინას, რომელიც გერმანიაშია აკრედიტებული. ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების საუკეთესო საშუალებაა“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

კომენტარები