უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმა გაიზარდა

საქართველოს პარლამენტმა უბილეთო მგზავრებაზე ჯარიმების გაზრდას მხარი დაუჭირა. შესაბამისი ცვლილებების პროექტი დეპუტატებმა მესამე მოსმენით მიიღეს. ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შევიდა.

ცვლილების თანახმად, უბილეთო მგზავრობაზე 5-ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე გაიზარდა, საურავის რაოდენობა კი 50 ლარიდან 40 ლარამდე შემცირდა.

კომენტარები