„უბრალოდ დასაქოქი თოჯინა – „გლავკანალი“ და „პერვი კანალი“ ეძახოს მამამისს“ – ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძეს

-„ირაკლი კობახიძემ თქვა, იურისტი ვარ, სისხლის სამართლის ნიშნებს ვხედავო… ან მისი იურისტობა ვის გაუგია, ან სისიხლის სამართალთან მისი შემხებლობა? იდიოტია სუფთა, უბრალოდ დასაქოქი თოჯინა.

„გლავკანალი“ და „პერვი კანალი“ კობახიძემ როგორ უნდა იძახოს, რუსეთის აგენტის შვილია. „გლავკანალი“ და „პერვი კანალი“ ეძახოს მამამისს, მაგ ენაზე ალბათ, სახლში ლაპარაკობენ.“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ, – ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

-„როდესაც ასეთი მძიმე ვითარებაა და 19 ადამიანია გასათავისუფლებელი და თქვენი ჟურნალისტი, გლავკანალის და პერვი კანალის ჟურნალისტი, მიდის პრემიერ გახარიასთან და ეკითხება დანაშაულის სტატისტიკის შესახებ, ეს არის სირცხვილი”,  – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები