უგანდელი მსახიობი ნიკიტა პერლ ვალიგვა გარდაიცვალა

უგანდელი მსახიობი ნიკიტა პერლ ვალიგვა გარდაიცვალა.

ამის შესახებ BBC წერს.

15 წლის გოგოს სიკვდილის მიზეზი ტვინის სიმსივნე გახდა. ვალიგვამ ითამაშა Disney-ს ფილმში „კატვეს დედოფალი“, რომელიც ნიჭიერი მოჭადრაკე ფიონა მუტესის ისტორიაზეა დაფუძნებული. ის საერთაშორისო ტურნირებში 9 წლიდან მონაწილეობდა. ვალიგვამ ფიონას მეგობრის, გლორიას როლი შეასრულა, რომელმაც მას ჭადრაკის წესები აუხსნა.

პირველად დიაგნოზი  2016 წელს დაუსვეს. ფილმის გადამღები ჯგუფის დახმარებით 2017 წელს გოგონა გამოჯანმრთელდა.

შარშან მას კიდევ ერთი სიმსივნე აღმოუჩინეს.

 

კომენტარები