უგემრიელესი ოსტრი

ოსტრი ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული კერძია. ამ კერძის მომზადებისას აუცილებელია ხორცი სწორად შეარჩიოთ

 

ინგრედიენტები:

 

საქონლის ხორცი – 1 კგ;

ხახვი – 3 თავი;

პომიდორი – 600 გ;

ნიორი – 5 კბილი;

ოხრახუში – 1 კონა;

ქინძი – 1 კონა;

დაფნის ფოთოლი;

მარილი;

წითელი წიწაკა, დაფქული;

 

მომზადების წესი:

 

მომზადების წესი:

დაჭერით ხორცი პატარა კუბებად;
გაახურეთ ტაფა, დააყარეთ ხორცი, დაამატეთ დაფნა, დაახურეთ თავზე და მოთუშეთ. თუ წყალს ჩაიშრობს, მაგრამ ხორცი მაგარია – ცოტა წყალი დაამატეთ;

როცა ოსტრის ხორცი თითქმის მზად იქნება – გადაუწურეთ ზედმეტი წყალი, ეს სითხე შეინახეთ რაიმე ჯამში;

ხორცს კი წვრილად დაჭრილი ხახვი (ცოტა გადაინახეთ) დააყარეთ, დაამატეთ ცხიმიც და მობრაწეთ;
ამასობაში პომიდორს გააცალეთ კანი და დააქუცმაცეთ;
როცა ხორცი შეიბრაწება – დაასხით პომიდორი და მოთუშეთ 3-4 წუთი. დაამატეთ გადანახული სითხეც. შეკმაზეთ მარილით, ხმელი ქინძით და წიწაკით. მოშუშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე;

სულ ბოლოს, როცა ხორცი უკვე დარბილებულია, გამორთეთ ცეცხლი. მოაყარეთ დაჭყლეტილი ნიორი და მწვანილი.

ოსტრი მზად არის! გემრიელად მიირთვით!

 

კომენტარები