უგემრიელესი წვნიანი პურში
ეს ორიგინალური კერძი – წარმოშობით ჩეხეთიდან არის. ამ უგემრიელესი სადილის მიმართ, გულგრილი ვერავინ დარჩება. მისი შეთავაზების ფორმა კი, ყველას გააკვირვებს.
ორიგინალში, ეს კერძი სქელი მასის სახით მზადდება. აგრეთვე არსებობს რამდენიმე ეშმაკობაც, რომელთა ცოდნის გარეშეც, კერძის მომზადება ვერ მოხერხდება.
- წვნიანისთვის, პური ახალი და რუხი უნდა იყოს;
- სანამ პურში შიგთავსს მოვათავსებთ, ის ღუმელში 10 წუთით უნდა გამოვაშროთ;
ამ კერძისთვის, ჩვეულებრივი წვნიანის მომზადებაა საჭირო, იმ განსხვავებით, რომ ბოსტნეული მოხარშვამდე, თავდაპირველად, ფქვილში უნდა მოითუშოს.
ცხელი მოხარშული წვნიანი გულამოცლილ პურში უნდა ჩავასხათ, ზემოდან ყველი მოვახეხოთ და პურის ზედა ნაწილი, თავსახურივით დავაფაროთ.