„უგულავამ 48 მილიონი ლარი გაფლანგა და პარტიულ აქტივს დაურიგა, ამბობს, – ჩვენ რაღაც დანაშაული ვერ გამოვიძიეთ“ – მამუკა მდინარაძე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ  „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა.

-„ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების 80-ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირია გასამართლებული. იძებნება მიხეილ სააკაშვილი, მას ასევე აქვს დამტკიცებული დანაშაული. ამ განცხადების ავტორი, გიგი უგულავა სასამართლოს განაჩენით  დამნაშავედაა ცნობილი, – 48 მილიონი ლარი გაფლანგა, პარტიულ აქტივს დაურიგა. ახლა ამ დანაშაულის ჩამდენი ამბობს, – ჩვენ რაღაც დანაშაული ვერ გამოვიძიეთ. მტკიცებულებებზე დაყრდნობით აქვს უგულავას გამოტანილი განაჩენი“, – განაცხადა მდიანარაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერის, გიგი უგულავის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ე.წ. ციხის კადრების საქმე ვერ გამოიძია

კომენტარები