უდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე – მერაბ კობიაშვილის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს.ეს გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

საქმის არსებითი განხილვა 25 მაისიდან დაიწყება. სხდომები გორის რაიონულ სასამართლოში ჩატარდება.

ახალგაზრდა მამაკაცი გუდაურში 16 თებერვალს მოკლეს, ერთი დაჭრეს. განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მერაბ კობიაშვილია დაკავებული.  პროკურატურამ ასევე მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი ექვს პირს წარუდგინა.

კომენტარები