უეფა სუპერთასზე მაყურებელს დაუშვებს – ბუდაპეშტში „პუშკას არენაზე“ უეფას სუპერთასისთვის ჩემპიონთა

უეფა სუპერთასზე მაყურებელს დაუშვებს.

24 სექტემბერს, ბუდაპეშტში „პუშკას არენაზე“ უეფას სუპერთასისთვის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მიუნხენის ბაიერნი და ევროპა ლიგის გამარჯვებული სევილია შეხვდებიან.

უეფას გადაწყვეტილებით,  მატჩზე დასწრებას გულშემატკივრების გარკვეული რაოდენობა შეძლებს.   „პუშკაშ არენა” 67 215 ადამიანს იტევს. შეხვედრას დაახლოებით 20 164 ადამიანი დაესწრება. სტადიონის 30%  შეივსება.  უეფა დააკვირდება ეპიდსიტუაციას, შემდეგ  გადაწყვეტს, დაესწროს  თუ არა გულშემატკივარი სხვა შეხვედრებს.

-„უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციასთან და მთავრობასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, უსაფრთხოების ზომები რომ მივიღოთ, გარანტირებული რომ იყოს  მონაწილეებისა და დამსწრე საზოგადოების ჯანმრთელობის უსაფრთხოება. ვიმედოვნებთ, ბუდაპეშტში გასამართი მატჩი  საპილოტე ვერსია იქნება, რის შემდეგაც გულშემატკივრების მოედანზე დაბრუნებას დავიწყებთ“, – განაცხადა უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა.

კომენტარები