უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ტარიელ გელანტია ემიგრაციაში გარდაიცვალა

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს (1990-1991)
დეპუტატი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მომწერი ტარიელ გელანტია ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 17 ოქტომბერს 68 წლის ასაკში, ემიგრაციაში, გერმანიაში გარდაიცვალა. გელანტიას ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა.25 ოქტომბერს ტარიელ გელანტია მიწას გერმანიაში მიაბარეს.
დაიბადა ქალაქ ხობში.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

1978-1990წწ. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იყო პოლიტიკური ეკონომიკის კათედრის ასისტენტი, დოცენტი; 1983-1990წწ. შეთავსებით ჟურნალ “ეკონომისტის” განყოფილების გამგე; 1991-1992წწ. საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, ხობის საარჩევნო ოლქი, პრეზიდიუმის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე (1991-1992); ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.

კომენტარები