უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სია ცნობილია

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სია ცნობილია. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებს შორის გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე არიან.

ამასთან, სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს გაასაჯაროვა, 144 კანდიდატია დასახელებული. მათ შორის არიან მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები: თამარ ალანია, ნანა აფციაური, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მაკა გველესიანი, მირანდა ერემაძე, შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე, გელა ნიკოლაიშვილი, ნინო სანდოძე, გიორგი ტყავაძე, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, ილონა თოდუა, გიორგი კონდახიშვილი, თამარ ლალიაშვილი, დავით მამისეიშვილი, ლაშა ქოჩიაშვილი, დავით ღიბრაძე, მერაბ ჯორბენაძე, პაატა სილაგაძე, ნინო ქადაგიძე, მარიამ ცისკაძე.

ცნობილია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების განაცხადების მიღება 2019 წლის 11 მაისს დაიწყო. ელექტრონული განაცხადების შესავსებად, კანდიდატებს დრო 31 მაისამდე ჰქონდათ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ დაიწყო.

აღნიშნული კანდიდატები იუსტიციის საბჭომ განსახილველად საქართველოს პარლამენტს უნდა წარუდგინოს.

hcoj.gov.ge

კომენტარები