„უკვე დავამზადეთ რამდენიმე დონორის პლაზმა, კიდევ ზუსტდება რაღაცები. უახლოეს 1–2 კვირაში ამ მეთოდს“ – თენგიზ ცერცვაძე

-„უკვე დავამზადეთ რამდენიმე დონორის პლაზმა, კიდევ ზუსტდება რაღაცები. უახლოეს 1–2 კვირაში ამ მეთოდს გამოვიყენებთ. ეს მეთოდი მსოფლიოში მხოლოდ 2-3 ქვეყანას აქვს გამოყენებული.

გამოდგება მხოლოდ ის პლაზმა, რომელიც შეიცავს მაღალი კონცენტრაციით დამცავ ანტისხეულებს, ე.წ. მანეიტრალიზებელ ანტისხეულებს.

მისი გამოყენება ასევე მასობრივად თეორიულად შეიძლება, მაგრამ პრაქტიკულად ეს ვერც ერთი ეპიდემიის – ვერც ებოლას, ვერც ღორის გრიპის დროს ვერ მოხერხდა. ეს არ არის მედიკამენტი, რომ მასობრივად აწარმოო, ან თუნდაც ვაქცინა. ვაქცინა რომ შეიქმნება, მერე შეიძლება ის მილიონობით დოზა გამოუშვა. აქ თითოეული დონორი უნდა გყავდეს თითოეული შემთხვევისთვის. ერთი დონორიდან ერთი პლაზმა მზადდება, მაგრამ ოცი დონორიდან ერთია გამოსადეგი მხოლოდ.

რამდენიმე პლაზმის დასამზადებლად რამდენიმე ათეული დონორი გასინჯეს, რადგანაც სისხლში საკმარისი ანტისხეულები არ ჰქონდათ. FDA მკაცრად განსაზღვრავს, თუ დამცავი ანტისხეულების კონცენტრაცია პლაზმაში რაღაცაზე ნაკლებია, ის პლაზმა გადასასხმელად არ ვარგა. იმიტომ, რომ ის ვერ დაიცავს. ტყუილად დონორს გამოართმევ 700–800 მილილიტრ პლაზმას და ის სარგებელს ვერ მოიტანს. მასობრივად ეს მეთოდი ვერ გამოდგება. გამოდგება კრიტიკულ შემთხვევაში, როდესაც სხვა არცერთი მედიკამენტი არ მოგცემს შედეგს და უეფექტო იქნება… იმ ერთეულ შემთხვევებში ადამიანს გადაარჩენს“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

 

 

კომენტარები