„უკვე ეჭვები მიჩნდება, -შეთანხმებების ჩასაშლელად ვიღაც რუსეთის დავალებას“-ალეკო ელისაშვილი

„მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა:

-„ოპოზიციამ თქვა, მხოლოდ ჩვენ აზრებს ნუ ისმენთ, თქვენ შემოგვთავაზეთ და ჩვენ ამას დავთანხმდებითო. ბოლო ჩამოსვლისას დანიელსონმა გვითხრა, რადგან მე მედიატორი ვარ, გეტყვით, რაც არის ევროკავშირის პირობა –  ჩამოთვალა 5 პუნქტი. შემდეგ, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, შემიძლია შვილებიც დავიფიცო, ამ დოკუმენტს 100%-ით ხელს აწერდა ვახო მეგრელიშვილი, ჩვენი პარტია, „ქართული ოცნება“ დაახლოებით 95%-ით მზად იყო ამ შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა, ოპოზიციის დიდი ნაწილი ამას 100%-ით არ აწერდა ხელს. ეს შეთანხმება ჩაშალა ოპოზიციამ, რადგან არ აწყობდათ მაგალითად ის, რომ არ ეწერა დოკუმენტში ვადამდელი არჩევნები. უკვე ეჭვები მიჩნდება, -შეთანხმებების ჩასაშლელად ვიღაც რუსეთის დავალებას ასრუ ლებს.

მოლაპარაკების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული იყო პარტია „ლელო“. გამოვიდეს და თქვას, აწერს თუ არა ხელს დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს. ხომ ვთხოვეთ მედიაცია, -ჩამოვიდა მედიატორი, დაგვიდო დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის დოკუმენტია, არც ჩემი და არც რომელიმე ცალკე აღებული პარტიის დაწერილი არ არის. ახლა მოხდება ლუსტრაცია, ვინ აკეთებს რუსეთის საქმეს და ვის უნდა რეალურად ამერიკისა და ევროპის კეთილგანწყობის შენარჩუნება, რადგან, უკვე სანქციებით გვემუქრებიან. რომელიმე კონკრეტულ პარტიას კი არა, მთელ ქვეყანას ემუქრებიან, ეს საქართველოს მიაყენებს დარტყმას. ყველამ თქვას, აწერს თუ არა იმ დოკუმენტს ხელს, მორჩა და გათავდა.

რამდენიმე მისია იყო – პრეზიდენტი მიშელი ჩამოვიდა, შემდეგ დანიელსონი – ორჯერ, ბოლო ჩამოსვლამდე ოპოზიციამ ითხოვა, რომ ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადასულიყვნენ“.

კომენტარები