„უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც, ჩვენი პროგნოზით, მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების“ – ირაკლი ღარიბაშვილი

მთავრობის სხდომა გაიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა:

-„კიდევ ერთი დაპირება, რაც ჩვენ გვაქვს მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით, – ამ თემაზე ჩვენ ამ კვირაში უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც, ჩვენი პროგნოზით, მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს. ფარმაცევტული ბაზრის ანგარიში დასრულებულია, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა უკვე მუშაობა. ბატონი ზურა, ახალი მინისტრი, უკვე შეხვდა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს. მათ ერთად დაგეგმეს შემდგომი გასატარებელი ღონისძიებები. ჩვენ ასევე ვაპირებთ, – გავხსნათ თურქეთის ბაზარიც, თურქეთიდან შემოვიდეს მაღალი ხარისხის მედიკამენტები, რაც  ჩვენი პროგნოზით, გააიაფებს ფასებს მედიკამენტებზე.

ამას გარდა, ჩვენ ასევე ვიმუშავებთ კანონმდებლობაზე, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს სიტუაციას ამ მიმართულებით. ჩვენი დაპირება შესრულდა, აზარტული თამაშების საკითხი დარეგულირდა ქვეყანაში. პარლამენტს კიდევ ერთხელ მადლობა, რომ მიიღეს შესაბამისი კანონი“.

კომენტარები