უკვე 1 კვირაა, ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას გვაცნობს – ახალგაზრდა, რომელმაც მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე “ჩაანაცვლა”

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ეკრანებიდან 1 თვის წინ გაქრა, მარინა ეზუგბაია აჭარის ჯანდაცვის სექტორს ტრენინგებს უტარებს და ეპიდვითარების მართვაში ეხმარება. ეზუგბაია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა  ენდელაძემ ჩაანაცვლა.

განმარტებები, სტატისტიკაზე და ახალ შემთხვევებზე უკვე მთავრობის ადმინისტრაციაში კეთდება.

ეპიდვითარებას საქართველოს მოსახლეობას ბერდია სიჭინავა აცნობს.

ბერდია სიჭინავა 1989 წლის 31 დეკემბერს სენაკში დაიბადა.

მთავრობის ადმინისტრაციაში მოხვედრამდე, გენერალურ პროკურატურაში მუშაობდა, შემდეგ გენინსპექციაში გადავიდა.

ბერდია სიჭინავას ჰყავს მეუღლე თეონა მათიაშვილი, რომელიც პერსონალური ბანკირია.

საქართველოში, კორონავირუსის 1 941 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა.

-„დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 941 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ -19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 26 503-ს. 24 საათში გამოჯანმრთელდა 412 პირი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს – 10 163-ს. სამწუხაროდ, 24 საათში 10 ადამიანი გარდაიცვალა და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 193 გარდაცვალების შემთხვევა.

1 941 შემთხვევიდან თბილისში გვაქვს 1034 შემთხვევა, აჭარაში – 320, იმერეთში – 258, ქვემო ქართლში – 107, შიდა ქართლში – 68, გურიაში – 12, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 49, კახეთში – 37, მცხეთა-მთიანეთში – 36, სამცხე-ჯავახეთში – 18, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში- 2.

ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 121. 3 571 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 762, აჭარაში – 686. მძიმე პაციენტი არის 427, მათ შორის, თბილისში – 232, აჭარაში – 77. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 97 პირი – მათ შორის, თბილისში – 54, აჭარაში – 20. 2 293 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 353 – აჭარაში, 728 – თბილისში. 10 257 მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 4 180 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 849, აჭარაში-2 183.

სულ 6-23 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 7 916 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 069 პირი, საიდანაც თბილისში – 3 758 პირი, აჭარაში – 11 764, იმერეთში – 3 741.

ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ასახავს დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას და გაწეული საქმიანობის ანგარიშს, რომელსაც ყოველდღიურად ვაწვდით ჩვენს მოსახლეობას“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ.

კომენტარები