უკრაინას ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო ვადების მიღება სურს – „30-50 წელი არ დაველოდებით“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინას ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო ვადების მიღება სურს.

-„ვერ მივიღებთ იმ თეზისს, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია, –  ევროკავშირში გაწევრიანება 30 წელში,  ნატოში – 50 წელში მოხდება. ეს მოტივაციას გვართმევს და პროცესს ანელებს. სწრაფი სვლისთვის მეორეხარისხოვან საკითხებზე დრო არ უნდა დავკარგოთ. უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანება უახლოეს წლებში სურს, რაც შეეხება ნატოს, ალიანსში გაწევრიანების ძალიან მკაფიო ვადების მიღება სურს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

16 დეკემბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, – ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა არ უპასუხა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კითხვას, როდის გახდება უკრაინა ალიანსის წევრი.

13 დეკემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, – 2008 წელს ნატომ დაადასტურა, რომ მისი კარი ღიაა უკრაინისა და საქართველოსთვის.

კომენტარები