უკრაინაში გადაწყვიტეს, ყოველწლიურად აღნიშნონ „ყირიმის ოკუპციის წინააღმდეგ ბრძოლის დღე“

უკრაინაში 26 თებერვალს იქნება რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის დღე. შესაბამის ბრძანებულებას ხელს მოაწერს ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, იუწყება „ინტერფაქს-უკრაინა“.
პრეზიდენტმა აღინიშნა, რომ ყირიმის დაბრუნება უკრაინისთვის არის არა მარტო უბრალოდ მიზანი, არამედ საერთო ოცნება. „ეს არის გარანტია უსაფრთხოებისა პლანეტაზე, ეს არის აღდგენა მშვიდობისა“, – დაამატა ზელენსკიმ და ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო ყოველდღიურად მუშაობს დონბასის ტერიტორიაზე უკრაინის მოქალაქეთა განსათავისუფლებლად.
„ხელისუფლება ყველაფერს იღონებს, რათა ყირიმში კვლავაც ფრიალებდეს უკრაინის დროშა“, – პირობა დადო უკრაინის ლიდერმა, ციტირებს УНИАН.
ცნობილია, რომ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში შეიყვანეს 2014 წელს, ნახევარკუნძულზე ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ.
წყარო: unian.net

კომენტარები