უკრაინაში კარანტინი გამოცხადდა

-„უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით სკოლები და სასწავლო დაწესებულებები დაიხურება. 

 კარანტინი ხვალიდან დაიწყება და 3 აპრილამდე გაგრძელდება“, – წერს პარლამენტარი ვიქტორია სიუმარი „ფეისბუქის“ გვერდზე.

გავრცელებული ცნობებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით იხურება საბავშვო ბაღები, სკოლები და უნივერსიტეტები, იკრძალება შეკრებები, რომელსაც 200-ზე მეტი ადამიანი ესწრება. ქვეყანა ასევე კეტავს 219 არსებული სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან 170-ს.

 worldometer-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკრაინაში კორონავირუსის სულ 1 შემთხვევაა დაფიქსირებული.

კომენტარები