უკრაინაში ნომერ პირველ ტერორისტად ცნობილი შოთა ჭიჭიაშვილი მოკლეს

უკრაინაში სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს მოქალაქე ნომერ პირველ ტერორისტად ცნობილი შოთა ჭიჭიაშვილი მოკლეს. პოლიციამ მას ხოტიანოვკის დასახლებაში მიაკვლია.

ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.  მან 10 დღის წინ ორ უკრაინელ სპეცრაზმელს ესროლა და დაჭრა.

2018 წლის 18 თებერვალს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არხს შოთა ჭიჭიაშვილის ბანდის ყოფილი წევრი, კონსტანტინე ციხისთავი დაუკავშირდა. ის ამტკიცებდა, რომ გიორგი სანაია შოთა ჭაჭიაშვილმა მოკლა.  ეს პოლიტიკური მკვლელობა [შევარდნაძის] მთავრობაში დაიგეგმა.

შოთა ჭიჭიაშვილის სახელი ფიგურირებს დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეშიც.

თარგამაძის განცხადებით, მისი მანქანის აფეთქების უკან სწორედ ჭიჭიაშვილი დგას.

თარგამაძის მანქანა 2016 წლის 4 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების წინ თბილისში, ათონელის ქუჩაზე ააფეთქეს.

შოთა  ჭიჭიაშვილმა ციხე 2013 წლის 3 ივნისს, ამნისტიის საფუძველზე დატოვა. მას ადამიანის გატაცებებისა და სხვა მძიმე დანაშაულების გამო 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

 

კომენტარები