უკრაინაში პოლიციამ 4,2 ტონა კანაფი ამოიღო

უკრაინაში პოლიციამ 4,2 ტონა კანაფი ამოიღო.  ამ  ინფორმაციას უკრაინის პოლიცია ავრცელებს.

მოქალაქეს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე კანაფი უკანონოდ მოჰყავდა.  პოლიციამ  ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობისგან მიიღო.

„მიღებული ინფორმაციის შემოწმებისას ნარკოდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ადგილობრივ პოლიციასთან ერთად რამდენიმე სათბური და დროებითი სასაწყობე შენობა აღმოაჩინეს, საიდანაც 4200 კანაფი ამოიღეს“, – ნათქვამია პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამართალდამცველებმა დააკავეს ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ სათბურებში მუშაობდნენ.

კომენტარები